November 28, 2024

"თუ საბერძნეთი ომის დაწყების სიტუაციას შექმნის ანკარა უკან არ დაიხევს“

ბოლო დღეებში საკმაოდ გამწვავდა ნატოს წევრების - საბერძნეთისა და თურქეთის ერთმანეთთან დამოკიდებულება.

საკითხი ეხება ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში, თურქეთთან მდებარე საბერძნეთის პატარა კუნძულ კასტელორიზონის (დედოკანესის არქიპელაგიდან) ირგვლივ არსებულ ტერიტორიულ წყლებს (კონტინენტურ შელფს), რომლის გაფართოებას ათენი ცდილობს. 29 აგვისტოს თურქეთის ვიცე-პრეზიდენტმა ფუად ოქტაიმ განაცხადა, რომ საბერძნეთის მცდელობამ ტერიტორიული წყლების გაფართოების მიზნით, შეიძლება სამხედრო კონფლიქტის პროვოცირება გამოიწვიოს, შესაბამისად, ანკარა ყველა ღონეს იხმარს თავისი ტერიტორიული წყლების დასაცავად.

 

საბერძნეთის პასუხმაც არ დააგვიანა: საგარეო საქმეთა სამინისტრომ აღნიშნა, რომ თურქეთის განცხადება საერთაშორისო საზღვაო სამართალს ეწინააღმდეგება, ათენს მოქმედების სრული უფლება აქვსო. თან საბერძნეთმა კუნძულთან ახლოს სამხედრო-საზღვაო მანევრებიც დაიწყო.

 

ორ ქვეყანას შორის უთანხმოებასთან დაკავშირებით თურქული „სთარ გაზეტე“ («Star gazette») აქვეყნებს ინტერვიუს თურქ პოლკოვნიკთან, ექსპერტ უნალ ათაბაისთან სათაურით „თუ საბერძნეთი კუნძულის „კონტინენტური შელფის“ გამო ბრძოლის დაწყებას გაბედავს, ის ტერიტორიებს დაკარგავს“.

 

გთავაზობთ პუბლიკაციის მოკლე შინაარსს:

 

„კუნძულებს არ შეიძლება კონტინენტური შელფი ჰქონდეთ. შესაბამისად, აღმოსაველეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში სადაო და განსახილევლი არაფერია. თურქეთმა, თუ მის ინტერესებს და უფლებებს ვინმე შეეხება, შეუძლია თავს ომის დაწყების უფლება მისცეს, მაგრამ თუ ომი მართლაც დაიწყება, ცხადზე ცხადია, რომ საბერძნეთი წააგებს. იგი დაკარგავს როგორც ხმელთაშუა ზღვის კუნძულების დიდ ნაწილს, ასევე თრაკიის მხარესაც (საბერძნეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილს).

 

ის, თუ საით მოხდება საბერძნეთსა და თურქეთს შორის გაჩენილი დაძაბულობის ევოლუცია, ჯერ-ჯერობით გაუგებარია. იმ დროს, როცა ევროკავშირი და აშშ ძალისხმევას ეწევიან დაძაბულობის განეიტრალების მიზნით, საბერძნეთი ზედიზედ პროვოკაციებს აწყობს. კერძოდ, ათენმა აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში ოთხმხრივი სამხედრო მანევრები მოაწყო საფრანგეთთან, იტალიასთან და სამხრეთ კვიპროსთან ერთად, რითაც დიპლომატიას კარს უხურავს.

 

უნალ ათაბაის აზრით, საბერძნეთი მუდმივად ქმნის დაძაბულობას: ათენი ჯერ ამწვავებს სიტუაციას, შემდეგ უკან იხევს და მოლაპარაკებაზე ლაპარაკს იწყებს, თან იმედი აქვს, რომ ქრისტიანული ევროპა დაეხმარება. საბერძნეთმა უნდა იცოდეს: 1830 წლიდან მოყოლებული, ათენს არცერთი ტერიტორია მოგებული ომით არ მიუღია, ყველაფერი მან მოლაპარაკებით მიითვისა, მის ზურგს უკან მდგარი მოკავშირეების წყალობით. და თუ საბერძნეთი ომის დაწყების სიტუაციას შექმნის, თურქეთის უფლებების დარღვევის საფუძველზე, ანკარა უკან არ დაიხევს“, - ნათქვამია პუბლიკაციაში.

 

წყარო: https://www.star.com.tr/guncel/emekli-albay-ve-guvenlik-uzmani-unal-atabay-yunanistan-savasi-goze-alirsa-adalari-ve-bati--haber-1568570/

მოამზადა სიმონ კილაძემ

წაკითხვა 550 ჯერ განახლდა განახლდა აგვისტო 31 2020
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.