თურქეთში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ახალი შეზღუდვები დაწესდება
თურქეთში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ახალი შეზღუდვები დაწესდება. თურქული მედიის ინფორმაციით, აღნიშნული გადაწყვეტილება რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მინისტრთა კაბინეტის სხდომის შემდეგ მიიღო.
ახალი რეგულაციების მიხედვით, “კომენდანტის საათი” ქვეყანაში მხოლოდ შაბათ-კვირას ამოქმედდება და მოსახლეობას ქუჩაში გასვლის უფლება დილის 10:00-დან 20:00-მდე ექნება.
ამასთან, 20 წლამდე პირებსა და 65 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს შაბათ-კვირას ქუჩაში გასვლა მხოლოდ 10:00-დან 16:00-მდე შეეძლებათ. კინოთატრები თურქეთში წლის ბოლომდე დახურული იქნება, რესტორნებს კი მხოლოდ საკვების სახლში მიტანის უფლება ექნებათ. ქვეყანაში სასწავლო პროცესი ყველა საფეხურზე წლის ბოლომდე დისტანციურად გაგრძელდება, სპორტული ღონისძიებები კი მაყურებლის გარეშე იმართება.
სიახლეები
- ვისთან ერთად გადალახავთ ნებისმიერ დაბრკოლებას: მეგობრობის ჰოროსკოპი
- ტრამპისა და სი ძინპინის ისტორიული შეხვედრა პეკინში - რას ნიშნავს ეს საქართველოსთვის
- "ზელენსკის ჩვენთან მოკრძალებით საუბარი მოუწევს" - ირაკლი ზარქუა
- 17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, დედაქალაქის გარკვეულ ქუჩებზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 16 მაისიდან
