“რუსეთი მზადყოფნას გამოთქვამს იმაზე, რომ კიევთან სამშვიდობო შეთანხმებებს ხელი მოაწეროს, თუმცა უკრაინის ხელისუფლება და უკრაინელი ხალხი არცერთი გოჯი მიწის დათმობას და უკან დახევას არ აპირებს და აცხადებენ, რომ ყველა იმ ტერიტორიას დაბრუნებენ, რომელიც ისტორიულად ეკუთვნით.
გაერო-ს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში აცხადებს, რომ უკრაინაში ძალადობა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს და ომის დასასრულებლად მოლაპარაკებები დაიწყოს. ამის შესახებ ნათქვამია ანტონიუ გუტერეშის მიერ უკრაინაში ომის დაწყებიდან 100 დღესთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაში.
გამთენიისას რუსეთის ძალებმა ოდესის ოლქზე სარაკეტო იერიში მიიტანეს.
უკრაინის სადაზვერვო სამსახურები “აზოვსტალის” დატყვევებულ მებრძოლებთან კომუნიკაციაში არიან და კიევი ყველაფერს აკეთებს მათი გათავისუფლების უზრუნველსაყოფად, - ამის შესახებ უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა დენის მონასტირსკიმ განაცხადა.
''100 დღის წინ რუსეთმა წამოიწყო გაუმართლებელი ომი უკრაინელების სიმამაცე ჩვენს აღტაცებას იმსახურებს''
ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ევროკავშირი უკრაინის გვერდით არის.