უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, თუკი ქვეყნები რუსეთისთვის ენერგეტიკის საფასურის გადახდას გააგრძელებენ, მხოლოდ დროის საკითხია, როდის გადაკვეთენ რუსული ჯარები ევროკავშირის ქვეყნების საზღვრებს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა საერთაშორისო ურთიერთობების სამეფო ინსტიტუტში სიტყვის გამოსვლისას განაცხადა.
თეთრმა სახლმა, უკრაინის უსაფრთხოების დახმარების ახალი პაკეტის შესახებ გამოაცხადა, რომელიც არტილერიას, საბრძოლო მასალას, რადარებსა და სხვა აღჭურვილობას მოიცავს. ამის შესახებ ინფორმაციას დასავლური მედია ავრცელებს.
უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევი და რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ დაკითხვაზე დაიბარა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩევლის, ანტონ გერაშჩენკოს განცხადებით, რუს სამხედროებს აზოვსტალის ქარხანაში შესასვლელი საიდუმლო გვირაბების შესახებ ინფორმაცია ქარხნის ყოფილმა თანამშრომელმა მიაწოდა.
საქართველოც და მოლდოვაც შეერთებული შტატების მნიშვნელოვანი პარტნიორები არიან.
უკრაინელი ჟურნალისტი ალექსანდრე მახოვი რუსული დაბომბვის შედეგად დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას "უკრაინსკაია პრავდა" ახლობლებზე და ტელეარხ "უკრაინა 24"- ზე დაყრდნობით ავრცელებს, სადაც მახოვი მუშაობდა.
