კამალა ჰარისის დამარცხება უფრო ადვილი იქნება, ვიდრე ბაიდენის, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.
აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე დემოკრატიული პარტიის კანდიდატად ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისს დაუჭერს მხარს. ამის შესახებ ბაიდენი სოციალურ ქსელში წერს.
ჯო ბაიდენი 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებს გამოეთიშა. აღნიშნულის შესახებ რამდენიმე წუთის წინ გახდა ცნობილი.
აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტისა და „რესპუბლიკელების“ საპრეზიდენტო კანდიდატის, დონალდ ტრამპის განცხადებით, გასულ კვირას მან დემოკრატიისთვის ნასროლი ტყვია მიიღო.
მას შემდეგ, რაც ყოფილ პრეზიდენტს ესროლეს, დონალდ ტრამპის მეუღლე, მელანია საზოგადოების წინაშე პირველად გამოჩნდა.
"მოქალაქე, რომელმაც დონალდ ტრამპის მოკვლა სცადა, მკვლელობის სამიზნეების დაგეგმვისას დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წევრებზე ეძებდა ინფორმაციას ეძებდა", - ამის შესახებ FBI აცხადებს. თომას კრუკსი აშშ-ს საიდუმლო სამსახურის სნაიპერებმა მას შემდეგ მოკლეს, რაც მან ყოფილი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მიმართულებით ცეცხლი გახსნა. ტყვია ტრამპს ყურთან მოხვდა და მას სერიოზული დაზიანება არ მიუღია.