2022 წლის შემდეგ რუსეთში უცხოური კომპანიების რაოდენობა კი არ შემცირებულა, პირიქით, გაიზარდა, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.
აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი უკრაინის, ისრაელისა და ტაივანის დახმარების შესახებ კანონპროექტის სენატში დაბლოკვას ეხმაურება და „რესპუბლიკელი“ სენატორების მოთხოვნას პოლიტიკურ შანტაჟად აფასებს.
„კონგრესში „რესპუბლიკელები“ იმუქრებიან, რომ შეწყვეტენ უკრაინის მხარდაჭერას, თუ ისინი ვერ შეძლებენ თავიანთი უკიდურესად მიკერძოებული სასაზღვრო პოლიტიკის გატარებას. ეს არის პოლიტიკური შანტაჟი. ფსონები ზედმეტად მაღალია და შედეგები ძალიან მნიშვნელოვანია ომის ზღვარზე ბალანსირების პოლიტიკის კუთხით“, - აცხადებს ბაიდენი.
ცნობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების სენატმა უკრაინის, ისრაელისა და ტაივანის დაფინანსების შესახებ კანონპროექტის კენჭისყრა დაბლოკა. დოკუმენტი ითვალისწინებდა 106 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობით დამატებითი დაფინანსების გამოყოფას, აქედან 61 მილიარდი უკრაინის დახმარებისთვის იყო განკუთვნილი. კანონპროექტის მიღებისთვის საჭირო იყო 60 სენატორის ხმა, თუმცა კანონპროექტს მხარი მხოლოდ 51-მა სენატორმა დაუჭირა, წინააღმდეგი კი 49 წავიდა. კანონპროექტის წინააღმდეგ ხმა ყველა „რესპუბლიკელმა“ სენატორმა და დამოუკიდებელმა სენატორმა ბერნი სანდერსმა მისცა.
აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, არ არის დარწმუნებული, რომ პრეზიდენტად ხელახლა არჩევას მოისურვებდა იმ შემთხვევაში, თუ მომავალ წელს დაგეგმილ არჩევნებში ყოფილი პრეზიდენტი, „რესპუბლიკელი“ დონალდ ტრამპი კენჭს არ იყრიდა.
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთთან ომი ახალ ეტაპზე გადავიდა. ამის შესახებ მან The Associated Press-თან ინტერვიუში განაცხადა.
ეუთო, არსებითად, ნატო-ს და ევროკავშირის დანამატად ფორმირდება. ორგანიზაცია, მოდით, ღიად ვთქვათ, უფსკრულის პირას დგას, ჩნდება მარტივი კითხვა, აქვს თუ არა აზრი ენერგიის ჩადებას მის აღორძინებაში? – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა ეუთო-ს მინისტერიალზე განაცხადა.
დასავლეთი მზადაა ჩვენი მიწების ნაწილი გაწიროს, ოღონდ არ დაირღვეს სტრატეგიული წონასწორობა და რუსეთი სრულად არ დაექვემდებაროს ჩინეთს. მესმის, გასაგები მიზანია, მაგრამ უკრაინელების სისხლის ფასად ამის მიღწევა ცინიზმია, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილმა მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა ინტერვიუში განაცხადა.