რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, დიმიტრი მედვედევის განცხადებით, კურილის კუნძულების სტრატეგიული როლი გაიზრდება, მათ შორის ახალი იარაღის განთავსებით.
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს წარმომადგენლის, ანდრეი იუსოვის განცხადებით, ტყვეთა გაცვლა, რომელიც 24 იანვარს უნდა გამართულიყო და ომის დაწყების შემდეგ ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გაცვლა უნდა ყოფილიყო, ჩაიშალა.
სულ მცირე 7 ადამიანი, მათ შორის ბავშვები, დაშავდა უკრაინის ქალაქ ხერსონსა და დონეცკის ოლქის ქალაქ მირნოგრადზე რუსეთის წუხანდელი სარაკეტო დარტყმების შედეგად. ამის შესახებ ადგილობრივი საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციები იუწყებიან.
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება მხოლოდ დროის საკითხია და საქართველოს საზღვრები ევროკავშირის გარე საზღვრები გახდება. ასე რომ, დარწმუნებული უნდა ვიყოთ, რომ ეს საზღვრები ძალიან კარგად არის დაცული არა მხოლოდ საქართველოს გულისთვის, არამედ ევროკავშირის ყველა წევრი სახელმწიფოსთვის, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებს საბაჟოს საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამართული ღონისძიების ფარგლებში განუცხადა.
გერმანია და უკრაინა უსაფრთხოების გარანტიების შესახებ ორმხრივ შეთანხმებაზე, შესაძლოა, მალე შეთანხმდნენ, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოსთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
რუსეთის ქალაქ ტუაფსეში ნავთობის ბაზაზე ხანძარი გამოიწვია უკრაინული დრონებით დარტყმამ. ამის შესახებ BBC-ს უკრაინული სამსახური წერს კიევში ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით. მათი ცნობით, ეს იყო უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ოპერაცია.