ახლა მხოლოდ გიჟს შეუძლია, უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებაზე იფიქროს – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრ გრუშკომ განაცხადა.
ეჭვმიტანილი, რომელმაც სტამბოლის ისტიკლალის გამზირზე ბომბი დატოვა და აფეთქება განახორციელა, დაკავებულია, – ამის შესახებ თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, სულეიმან სოილუმ განაცხადა.
ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის იაროსლავ იანუშევიჩის ინფორმაციით, რუსებმა ხერსონის ოლქის კახოვსკის რაიონის ოკუპირებული სოფელი გორნოსტაევკა დაბომბეს. დაღუპულია ორი ქალი.
დონეცკის ოლქში ახლა ჯოჯოხეთია, უკიდურესად სასტიკი ბრძოლები მიმდინარეობს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი, ოლექსი დანილოვი ხერსონის გათავისუფლების შემდეგ ფრონტზე ვითარების გაყინვას გამორიცხავს და აცხადებს, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები გააგრძელებენ ოკუპირებული ტერიტორიების გათავისუფლებას.
უკრაინელებმა ომის დაწყების შემდეგ რუსეთის 80 210 ჯარისკაცი გაანადგურეს, მათ შორის 810 - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.