უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბრიტანეთის ტელეარხ Channel 4-ისთვის მიცემულ ინტერვიუში თქვა, რომ ჯერჯერობით ვერ ხედავს ფრონტზე დამატებით ნახევარი მილიონი ჯარისკაცის მობილიზების აუცილებლობას.
ჩრდილოატლანტიკური ალიანსი ცივი ომის შემდეგ ყველაზე მასშტაბურ სამხედრო წვრთნებს დღეიდან იწყებს. წვრთნები, სახელწოდებით – „მტკიცე დამცველი 2024“ (Steadfast Defender 2024) მაისამდე გაგრძელდება და მასში მონაწილეობას მიიღებს 90 000 სამხედრო. წვრთნებში მონაწილეობას იღებს ალიანსის ყველა წევრი სახელმწიფო და ასევე წევრობის კანდიდატი ქვეყანა შვედეთი.
ავღანეთის პროვინცია ბადახშანის მთებში სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოვარდა, - ინფორმაციას ავღანური მედია ავრცელებს.
რუსეთში, ლენინგრადის ოლქის უსტ-ლუგას პორტში კომპანია Novatek-ის ტერმინალს ცეცხლი გაუჩნდა, - ინფორმაციას რეგიონის გუბერნატორი, ალექსანდრე დროზდენკო „ტელეგრამის“ არხზე ავრცელებს.
ისრაელ-ჰამასის ომის შედეგად, სულ მცირე, 83 ჟურნალისტი დაიღუპა. ინფორმაციას ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის (CPJ) ავრცელებს.
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ დაფინანსების შეკავებით ევროკავშირი ვერ აიძულებს უნგრეთს შეცვალოს თავისი პოლიტიკა თავშესაფრისა და LGBTQ უფლებებთან დაკავშირებით. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Bloomberg-ი ავრცელებს.
