აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჰენრი კისინჯერი ამბობს, რომ უკრაინაში ომი მხოლოდ პუტინის ბრალი არ არის. მისი თქმით, ომი ნაწილობრივ იმის გამო დაიწყო, რომ ნატო-ში უკრაინის გაწევრიანების პერსპექტივა განიხილებოდა. ეს განცხადება კისინჯერმა გერმანულ მედიასთან ინტერვიუში გააკეთა.
დიდმა შვიდეულმა უნდა აღიაროს, რომ არ შეუძლია მსოფლიოს მართვა, – ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას „ფაინენშელ თაიმსი“.
ვფიქრობ, რომ საქართველო არის ქცევის მოდელის ნაწილი, რადგან რუსეთის აგრესიული ქმედებები მეზობლების წინააღმდეგ არ დაწყებულა 2014 წელს უკრაინაში ომით, ის 2008 წელს საქართველოში შეჭრით დაიწყო, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში „გერმანიის მარშალის ფონდის“ მიერ ორგანიზებული დისკუსიის დროს განაცხადა.
უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის გადაწყვეტილებით, ამიერიდან ქვეყანაში შობას 25 დეკემბერს აღნიშნავენ
უკრაინის მართლმადიდებელმა ეკლესიამ ახალ კალენდარზე გადასვლის გადაწყვეტილება მიიღო, რის შედეგადაც მორწმუნეები შობას 25 დეკემბერს აღნიშნავენ.
ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეამ რუსეთის ომის დანაშაული უკრაინის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. ამის შესახებ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაში უკრაინის მუდმივი დელეგაციის ხელმძღვანელმა, იგორ ჩერნევმაგანაცხადა.
უახლოეს მომავალში უკრაინა ნატო-ში ვერ გაწევრიანდება, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა „ველტთან“ ინტერვიუში განაცხადა.