რუსეთის ქალაქ ბრიანსკში მდებარე ნავთობბაზას დღეს დილით ცეცხლი გაუჩნდა. ამის შესახებ „როიტერი“ რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროზე დაყრდნობით იუწყება.
რუსულმა ძალებმა ქალაქ მარიუპოლის „აზოვსტალის“ ქარხანაზე შეტევა განაახლეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა ალექსი არესტოვიჩმა განაცხადა.
ნატო-მ თავიდან უნდა აიცილოს რუსეთთან პირდაპირი სამხედრო კონფრონტაცია, რომელსაც შეუძლია, მესამე მსოფლიო ომი გამოიწვიოს. ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა გამოცემა „შპიგელთან“ ინტერვიუში ისაუბრა. ამ განცხადებით მან უკრაინისთვის მძიმე შეიარაღების არმიწოდებაზე დასმულ შეკითხვას უპასუხა.
პუტინმა ბრძოლის ველზე თავისი გრანდიოზული ამბიციები ვერ განახორციელა, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი „ტვიტერზე“ წერს.
სერგეი შოიგუმ ვლადიმერ პუტინს „მარიუპოლის აღების შესახებ“ მოატყუა, – ამ სათაურით აქვეყნებს უკრაინული მედია ინფორმაციას რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინისა და თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუს მიერ დღეს კრემლში გაკეთებული განცხადებების შესახებ.