July 8, 2025

ივნისი 26 2023 წაკითხვა 281 ჯერ

რუსული გასამხედროებული კერძო ჯგუფის, "ვაგნერის" ხელმძღვანელი აცხადებს, რომ შაბათ-კვირას მისი სამხედროების მოსკოვისკენ მსვლელობის მიზანი იყო ჯგუფის გადარჩენა და არა რუსეთის ხელისუფლების დამხობა.

ივნისი 25 2023 წაკითხვა 364 ჯერ

რუსეთის ვორონეჟის რეგიონის ადგილობრივმა ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ შაბათს კერძო სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერთან” შეტაკების დროს 19 სახლი დაზიანდა.

ივნისი 25 2023 წაკითხვა 343 ჯერ

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის განცხადებით, აშშ რუსეთში განვითარებულ მოვლენებს ყურადღებით აკვირდება.

ივნისი 25 2023 წაკითხვა 385 ჯერ

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა, „ვაგნერის“ რაზმების დისლოკაციის პუნქტში დაბრუნების შემდეგ, სპეციალური დანიშნულების თვითმფრინავი RA-96021 მოსკოვში დააბრუნა, - ინფორმაციას უკრაინული მედია „ტელეგრამ“ არხ ВЧК-ОГПУ-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

ივნისი 25 2023 წაკითხვა 388 ჯერ

კრემლი ახლა ღრმად არასტაბილური წონასწორობის წინაშე დგას. ლუკაშენკოს შუამავლობით მიღწეული შეთანხმება არის მოკლევადიანი გამოსავალი და არა პრობლემის მოგვარება გრძელვადიან პერსპექტივაში და პრიგოჟინის აჯანყებამ კრემლსა და რუსეთის თავდაცვის სამინისტროში სერიოზული სისუსტეები გამოავლინა, - ამის შესახებ ამერიკული „ომის შემსწავლელი ინსტიტუტის“ ანგარიშშია აღნიშნული.

ივნისი 23 2023 წაკითხვა 363 ჯერ

გაერო-მ რუსეთი, 2022 წელს უკრაინაში 136 ბავშვის მკვლელობისთვის, დამნაშავეთა გლობალურ სიაში შეიყვანა, - Reuters-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ნათქვამია გაერო-ს უშიშროების საბჭოს ანგარიშში, რომლის შინაარსი სააგენტოსთვის ცნობილი გახდა.

 

Reuters-ის ცნობით, ანგარიშში აღნიშნულია, რომ რუსულმა ძალებმა და მათთან დაკავშირებულმა ჯგუფებმა „დაასახიჩრეს 518 ბავშვი და განახორციელეს 480 თავდასხმა უკრაინის სკოლებსა და საავადმყოფოებზე“. დოკუმენტის თანახმად, რუსეთის სამხედრო ძალებმა 91 ბავშვი ცოცხალ ფარად გამოიყენეს.

 

ანგარიშის ავტორია გაერო-ს გენერალური მდივნის, ანტონიო გუტერეშის სპეციალური წარმომადგენელი ბავშვთა და შეიარაღებული კონფლიქტების საკითხებში ვირჯინია გამბა. ის გასულ თვეში უკრაინასა და რუსეთს ეწვია.

 

ვირჯინია გამბა რუსეთში ბავშვთა უფლებების დამცველს, მარია ლვოვა-ბელოვას შეხვდა, რომლის მიმართაც ჰააგის სასამართლომ, უკრაინიდან ბავშვების უკანონო დეპორტაციის გამო, დაპატიმრების ორდერი გასცა.

 

აღსანიშნავია, რომ უკრაინის მთავრობის პორტალის, Children of War-ის ცნობით, უკრაინაში, რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შედეგად, 2023 წლის ივნისის მონაცემებით 490 ბავშვი დაიღუპა და 1028 დაშავდა.

გვერდი 80 სულ 275
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.