"იმოგზაურეთ კანიონებში, დაათვალიერეთ ტაძრები და გაისეირნეთ საბაგირო გზით" - Wizz Air აბუ-დაბიდან ქუთაისში
არაბთა გაერთიანებული საემიროების გაზეთ „ნეიშენელ“-ში («The National») გამოქვეყნდა სტატია სათაურით „Wizz Air“: აბუ-დაბიდან ქუთაისში“ (ავტორი - ჰეილი სკირკა), რომელშიც საუბარია უნგრული ავიალოუკოსტერის განახლებულ საჰაერო-სამგზავრო რეისებზე მაშინ, როცა მსოფლიოში კორონავირუსის პანდემია ჯერ კიდევ არ დასრულებულა.
„იმ დროს როცა მსოფლიოს ავიაკომპანიები გადარცენისთვის იბრძვიან, აბუ დაბი ერთგვარ ფენომენს მოგვაგონებს - სხვა ქვეყნები რეისებს აუქმებენ, აქედან კი „ვიზეარი“ ახალ რეისების განხორციელებას გეგმავს“, - წერს ავტორი და მსოფლიოს იმ ექვს ქალაქს მიუთითებს, რომლებშიც უნგრული ავიაკომპანია ფრენების განახლებას აპირებს. ჩამონათვალში პირველ ადგილზეა ქუთაისი (საქართველო), შემდეგ - ოდესა (უკრაინა), ალექსანდრია (ეგვიპტე), ათენი (საბერძნეთი), ლარნაკა (კვიპროსი), ერევანი (სომხეთი).
გთავაზობთ ამონარიდს სტატიიდან, რომლის ქვესათაურია „ქუთაისი: იმოგზაურეთ კანიონებში, დაათვალიერეთ ტაძრები და გაისეირნეთ საბაგირო გზით“
„შესაძლოა ქუთაისი ისეთი ტურისტული ცენტრი არაა, როგორიც, ვთქვათ, თბილისი და ბათუმი, მაგრამ ეს ქალაქი, რომელიც საქართველოს დასავლეთ ნაწილში მდებარეობს, თავისებურად მომხიბვლელია და საერთაშორისო ტურისტულ მარშრუტებში თავის ნიშას იმკვიდრებს. აბუ-დაბიდან იმერეთის გულში - ქუთაისში თქვენ ოთხი საათში მოხვდებით. ქუთაისი განთქმულია მშვენიერი ხედებით და უძველესი კულტურული მემკვიდრეობით. ქალაქს წლის ყოველი დროს შეგიძლიათ ეწვიოთ, აქ ყველა სეზონს თავისი ხიბლი აქვს.
ისტორიის მოყვარულებისთვის ქუთაისში ბევრი საინტერესო ადგილია: დაიწყეთ ბაგრატის მრავალსაუკუნოვანი ტაძრის დათვალიერებით, ის ბორცვზე მდებარეობს და იქიდან მთელი ქალაქი მოჩანს. ეწვიაეთ გარეუბანში მდებარე გელათის ტაძარს, რომელიც მე-12 - მე-13 საუკუნეებ შორისაა აგებული. მისი მშენებლობა უკავშირდება საქართველოს უძლიერესი მეფის - დავით მეოთხე აღმაშენებლის მმართველობის პერიოდს.
ქალაქში დაბრუნებისას, გაისეირნეთ ჰაერში საბაგირო გზით და ზემოდან ქუთაისს გადმოხედეთ: შეამჩნევთ საბჭოური ეპოქის მემკვიდრეობას, მრავალ გასართობ ადგილს და პარკებს. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ტურისტული ობიექტია პრომეთეს მღვიმე, რომელიც ზღვის დონიდან 40 მეტრზეა, სიგრძე კი 1,8 კილომეტს შეადგენს. შეგიძლიათ მიწისქვეშა მდინარეში ნავით გაისეირნოთ და „სიყვარულის დარბაზს“ ეწვიოთ, რომელიც ზოგჯერ ქორწინების ადგილიც კი არის.
კანიონებში თავგადასავლების მოყვარულებს გირჩევთ წახვიდეთ მარტვილის ახლოს მდებარე ოკაცეს კანიონში, სადაც დატკბებით განუმეორებელი ხედებით და ჩანჩქერებით“.
მოამზადა სიმონ კილაძემ
სიახლეები
- "აქცია რომც დაარბიონ, დამერწმუნეთ, ეს პროტესტი უფრო გაიზრდება" - მამუკა ხაზარაძე
- "უკრაინას ჯერ სამართლიანი მშვიდობა სჭირდება და ამის შემდეგ უკრაინელები სამართლიან არჩევნებს ჩაატარებენ" - ზელენსკი
- “ორხელისუფლებიანობა” აფხაზეთში და საქართველო-რუსეთის ფარული მოლაპარაკება
- "ზურაბიშვილის სარჩელს პარლამენტის სხდომის შეფერხება არ შეუძლია, იმდენად უსაფუძვლო და ტუტუცურია" - გია ვოლსკი
- "ნუ ეძახით კობახიძეს პრემიერს და „მთავრობას“ მთავრობას" - მიხეილ სააკაშვილი