მონებო, ვერ გამასამართლებთ - ნიკა მელია
ვერ დამიჭერენ, გამორიცხულია, მონებო, ვერ გამასამართლებთ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ განაცხადა.
მელიას განცხადებით, საკუთარ პრინციპებს ყოველთვის გაუფრთხილდება.
„ქართული ოცნება“ ამ დანაშაულებრივი, სულელური, უკანონო, უსამართლო სპირალიდან ვეღარ გამოძვრება. ყველა დეპუტატს მოუწევს ამ ქვეყნისთვის ბოდიშის მოხდა, რადგან ეს ხალხი, რომლებიც წარმოდგენილი იყვნენ კომიტეტების სხდომის მიმდინარეობისას, არ არიან დამოუკიდებლები. ადვოკატები რატომ არ შეუშვეს, რისი უფლებაც ჰქონდათ მათ. იმიტომ არ დაუშვეს, რომ კითხვებს დაუსვამდნენ პროკურორს და ვერ გასცემდა პასუხს, მე ვუპასუხებ აქედან. უსირცხვილოდ რომ საუბრობდა, დეკემბრიდან მოყოლებულიო, რომ ჰკითხეს, თუ მელია დასაჭერი იყო, ორი თვე რას ელოდებოდითო, რა პასუხი გასცა, სანიმუშოდ იქცეოდა მთელი წელიწად-ნახევრის განმავლობაში და ამიტომ ვაცადეთ ორი თვეო. გეტყვით, როგორ სანიმუშოდ ვიქცეოდი. იმ გადაწყვეტილებით, სადაც ერთ-ერთ პუნქტად სამაჯურის გაკეთება დამევალა, ასევე აკრძალული მქონდა სიტყვით გამოსვლა ნებისმიერ საჯარო სივრცეში და სახლიდან გამოსვლისას აუცილებლად უნდა დამერეკა პროკურორისთვის. არც პროკურორს ვურეკავდი და რამდენჯერ ვარ სიტყვით გამოსული საჯარო სივრცეში, კამპანია ჩავატარე. ანუ ვარღვევდი იმ გადაწყვეტილებას. მაშინ რატომ არ ვიყავი დასაჭერი.
დამონებული ჰყავთ ყველა. შეხედეთ, ისინი არიან მონები, ვერ დამიჭერენ, გამორიცხულია. მდინარაძე, კობახიძე, თალაკვაძე, ივანიშვილი, მურუსიძე, არასოდეს ვიყენებდი ამ ფრაზას, ვცდილობდი მეთქვა, რომ ესენი არიან უსიტყვო მორჩილებაში, ახლა უნდა ვთქვა, ესენი არიან მონები. მონებო, ვერ გამასამართლებთ. მონა ვერ გაასამართლებს საქართველოს ვერც ერთ ღირსეულ მოქალაქეს. შეეგუეთ ამას. ჩიგოგიძეები, თალაკვაძე, მდინარაძე, კობახიძე, ბექა ოდიშარია, მონები, ივანიშვილის მარიონეტები. ვერ დამიჭერთ, გამორიცხულია. მეტიც, გაგიწყდებათ ის ჯაჭვი, რომელიც მყარი გეგონათ და გეგონათ, უკანონობით, უსამართლობით ფონს გახვიდოდით მუდამ. თავს არ დავხრით, პირიქით, წელში გავიმართებით და ამ სახელმწიფოს ექნება დამოუკიდებელი ინსტიტუტიც, დამოუკიდებელი იქნება სასამართლო სისტემაც, მართლმსაჯულებაც, პარლამენტი პარლამენტს დაემსგავსება. არ გაგიფორმებთ მოპარულ არჩევნებს. თვალებში გიყურებთ, თქვენ ხართ მონები, გავრილოვის არა, ბიძინა ივანიშვილის მონები ხართ. ბიძინა ივანიშვილს თავის მხრივ რომ ჰყავდეს მონები თქვენი სახით, მას აწყობს, რომ იყოს სხვისი მონა. ის არის სხვისი მონა. გავრილოვის და მისი ხელმძღვანელობის. მატრიოშკაში ხართ, მონა, მერე პატარა მონა, მონა, მონა. სიცოცხლის ფასადაც რომ დამიჯდეს, უსამართლობას არ შევეგუები. როდემდე უნდა გაგრძელდეს ეს თითქოს კანონის სახელით გასამართლება ხალხის. მე რომ პარლამენტში შევსულიყავი, ალეკო ელისაშვილებს ვეკითხები, რომ შემოვსულიყავი, დღეს პროკურორი იქნებოდა პარლამენტში ჩემს გასასამართლებლად მოსული? რა თქმა უნდა, არ იქნებოდა, რადგან ნიკა მელია აღარ დაგჭირდებოდათ, თქვენნაირი მონა ვიქნებოდი უკვე და ნიკა მელიას დაჭერა რაღაში დაგჭირდებოდათ. თავი რახან არ დაგიხარეთ, ახლა მასამართლებთ თქვენი ჭკუით. ე.ი. სწორად მოვიქეცი, რომ არ შემოვედი და თქვენნაირი მონა გავხდი მე და არც ერთი ოპოზიციონერი. საკუთარ პრინციპებს მუდამ გავუფთხილდები. გგონიათ, ციხეში გამიშვებთ? ვერ ეღირსებით, რადგან მონა ვერასდროს გაასამართლებს და დააპატიმრებს ამაყ მოქალაქეს, განსაკუთრებით 20 ივნისის საქმის გამო.
პროკურორი ამირან გულუაშვილი არის მორიგი მორჩილი ადამიანი. უბრალოდ ბევრი ფული, ხელფასი რომ აქვს. თუ ვინმეს გგონიათ, რომ დემოკრატია და ოლიგარქია ერთად თანაცხოვრდება, არა ხალხნო. გამორიცხულია. ბატონი პროკურორი არ არის პროკურორი. ივანიშვილის პირადი მცველი გომელაური ახლა შს მინისტრია თუ პირადი მცველია, უბრალოდ თანამდებობიდან იცავს მის უსაფრთხოებას და არა ქვეყნის უსაფრთხოებას. ანზორ ჩუბინიძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსია, თუ ბიძინა ივანიშვილის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს, როცა ქალბატონი ტიკარაძე, მისი პირადი ექიმი ჯანდაცვის მინისტრია. ვისი ჯანდაცვის მინისტრია პირველ რიგში. ეს ხალხი ვინ არის, ხალხნო, ცოტა ყურები გამოვიბერტყოთ და თვალები გავიწმინდოთ ლიბრი თუ გვაქვს გადაკრული და მივხვდეთ, რომ ორი არჩევანი გვაქვს, ყველანი მონები ვხდებით ან ყველანი წელში გავიმართებით და ამ მონებს გავათავისუფლებთ. შველა სჭირდება ბექა ოდიშარიებს, ვასილ ჩიგოგიძეებს, შველა სჭირდებათ“, – განაცხადა ნიკა მელიამ.
სიახლეები
- "ერთადერთ რამეს ვთხოვ პოლიტიკურ პარტიებს, ერთმანეთის ლანძღვა ცოტა გააჩერონ" - პრეზიდენტი
- "პრეზიდენტი დიდ ეროვნულ საქმეს ეწევა ევროპული მომავლის გადასარჩენად, მაგრამ ამ ბრძოლაში იმ ადამიანის ციხეში მივიწყება, რომელმაც ქვეყანას ევროპის კარი გაუხსნა, გაუმართლებლად მიმაჩნია"
- " აფხაზეთში არ ვიმყოფები, რამდენიმე დღით მოსკოვში მივფრინავ" - ასლან ბჟანია
- მართლმადიდებელი ეკლესია გიორგობას აღნიშნავს
- "დასავლეთის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებმა უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტს გლობალური სახე მისცა"