“ოცნებაში” ფიქრობენ, რომ გახარია აშშ-ის მხრიდან გარკვეული რეკომენდაციებისა და მხარდაჭერის მიღების გამო გააქტიურდა“

”რას ნიშნავს ექსპრემიერისა და პარტიის „საქართველოსთვის" ლიდერის გიორგი გახარიას გააქტიურება რამდენიმე თვის დუმილის შემდეგ? ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე “რეზონანსთან” საუბრისას აცხადებს, რომ ეს შესაძლოა გახარიას აშშ-ში ვიზიტს უკავშირდებოდეს.

მისივე თქმით, მმართველ გუნდაში ფიქრობენ, რომ მან აშშ-ში გარკვეული მხარდაჭერა და რეკომენდაციები მიიღო”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით “ოცნებაში” ფიქრობენ, რომ გახარია აშშ-ის მხრიდან გარკვეული რეკომენდაციებისა და მხარდაჭერის მიღების გამო გააქტიურდა“ - ძაბირაძე.

 

“როგორც ჩანს, აშშ-ში ვიზიტი მოუხდა. მართალია, თავად აქამდე არ ჩანდა, მაგრამ მისი პარტია აქტიურობდა. ალბათ, ახლა აქვს მიზეზები, რის გამოც გადაწყვიტა თავადაც იაქტიუროს. რაც შეეხება “ქართული ოცნების” რეაქციას, დიდი ალბათობით, მმართველ გუნდში ფიქრობენ, რომ გახარიას გააქტიურება აშშ-ის მხრიდან გარკვეული რეკომენდაციებისა და მხარდაჭერის გამო მოხდა. ამასთან, ნამდვილად არ უნდა აწყობდეთ გახარიას მხრიდან კორუფციასა და ოლიგარქიაზე საუბარი, ის მათი პარტიის წევრი იყო, რომელმაც ასე თუ ისე “ოცნების” შიდა სამზარეულო იცის”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.

 

“აღსანიშნავია ისიც, რომ გიორგი გახარიას საკმაოდ პოზიტიური დასაწყისი ჰქონდა ახალი პარტიის შექმნისას. 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებშიც კარგი შედეგი მიიღო, მაგრამ ბევრი პარტია გვახსოვს, რომლებმაც კარგად დაიწყეს. ყველაფერი დამოკიდებულია მუშაობის გაგრძელებაზე. გააჩნია, როგორ წარმართავს საარჩევნო კამპანიას და სხვა პარტიებს როგორ კონკურენციას გაუწევს, მხოლოდ ამის შემდეგ შეგვიძლია დავინახოთ 2024 წლის არჩევნებში რა შედეგებს მიიღებს”, - დასძენს ძაბირაძე. ცნობისთვის, მას შემდეგ რაც ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და პარტიის “საქართველოსთვის” ლიდერმა გიორგი გახარიამ “ტვიტერზე” დაწერა, რომ დემოკრატიის უდიდესი მტერია კორუფცია და ოლიგარქია, გააქტიურდნენ მმართველ გუნდშიც. “ოცნების” წევრები მკაცრად აკრიტიკებენ ყოფილ თანაგუნდელს”, - აღნიშნავს გამოცემა.

 

“საზოგადოების დიდ ნაწილს დაავიწყდა გახარიას არსებობა პოლიტიკურ ველზე და თუ არა ასეთი “დაყროყინება”, არ მგონია, რომ სხვა რამით შეუძლია ყურადღების მიქცევა”, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის პირველი ვიცე - სპიკერი გია ვოლსკი ჟურნალისტებთან გიორგი გახარიას განცხადებას. “ქართული ოცნების” დეპუტატმა დიმიტრი სამხარაძემ კი გიორგი გახარიას “ვირთხა” უწოდა. განცხადება გააკეთა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმაც. მისი თქმით, გიორგი გახარია როცა ხელისუფლებიდან გაიქცა, მერე გახდა მისთვის ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქი. “ამ ადამიანმა გაიარა ამ ხელისუფლებაში თანამდებობაზე მუშაობის ყველა ეტაპი. როცა გაიქცა ხელისუფლებიდან, მერე გახდა მისთვის ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქი”, - განაცხადა ქადაგიშვილმა, რომლის თქმით, “ამიტომ არის უსინდისო პოლიტიკური განცხადება”, - წერს სტატიის ავტორი.

წაკითხვა 251 ჯერ განახლდა განახლდა ოქტომბერი 31 2022

Related items

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.