ნატოს სამიტის დასკვნა: ალიანსი საქართველოსაც პრაქტიკულ დახმარებას ჰპირდება - რა მოლოდინი აქვთ თბილისში
“ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა 29-30 ნოემბრის სამიტის შედეგები შეაჯამა. ამ მომენტში კი ნატოს მთავარი ამოცანაა, უკრაინას რუსეთის წინააღმდეგ ომში გამარჯვებაში დაეხმაროს და კრემლის აგრესიის საფრთხის ქვეშ მყოფ ქვეყნებთან, მათ შორის საქართველოსთან, უკვე პრაქტიკული ნაბიჯებს გადადგას თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების კუთხით.
საგარეო საქმეთა მინისტერიალის შემაჯამებელ დოკუმენტში ხაზგასმით აღინიშნა, რომ რუსეთის აგრესია უნდა შეჩერდეს და ომში უკრაინის გამარჯვებისთვის ყველაფერი გაკეთდეს. ბრიუსელის საერთაშორისო პოლიტიკური ეკონომიკის ევროპული ცენტრის უფროსი მკვლევარი და ჯიპა-ს ასოცირებული პროფესორი თენგიზ ფხალაძე “რეზონანსთან” აცხადებს, რომ თავად ეს ანცხადება ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან პოლიტიკური შინაარსის მატარებელია და ალიანსის მტკიცე და ურყევ ნებას გამოხატავს. უკრაინასთან ერთად კი, მისი თქმით, რუსეთის საფრთხის კონტექსტში საქართველოც მოიაზრება”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ნატოს სამიტის დასკვნა: ალიანსი საქართველოსაც პრაქტიკულ დახმარებას ჰპირდება - რა მოლოდინი აქვთ თბილისში.
“ალიანსი აძლიერებს ზრუნვას პარტნიორების თავდაცვისუნარიანობის გაზრდაზე და ამ შემთხვევაში კარგია, რომ უკრაინასთან ერთად საქართველოც მოიაზრება. ამ მიმართულებით შემდგომი პრაქტიკული ნაბიჯების გადადგმას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. სამომავლო პერსპექტივაში ყველა მსგავსი შეხვედრა ჩვენ უნდა განვიხილოთ, როგორც მზადება ვილნიუსის სამიტისათვის. მომავალ წელს ვილნიუსში ნატოს სახელმწიფოს მეთაურთა სამიტია, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველო ყველა ასეთ ღონისძიებაზე არა მხოლოდ წარმოგენილი, არამედ აქტიურიც იყოს - ვლაპარაკობდეთ უსაფრთხოების იმ პრობლემებზე, რომელიც ამ ქვეყანას აქვს და იმაზე თუ პარტნიორებთან ჩვენი მუშაობა როგორ გავაძლიეროთ. იმ განცხადებების შედეგად, რაც მოვისმინე, შთაბეჭდილება დამრჩა, რომ დღეს უფრო მეტი აქცენტი პრაქტიკულ ნაბიჯებზე კეთდება, რამაც ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა უნდა გააძლიეროს, ასევე გააძლიერიოს საფრთხის აღმოჩენის დეტექციის და პრევენციის ეფექტიანობა და ა.შ. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამ თანამშრომლობას ალიანსთან, როგორც მთლიან ორგანიზმთან, ასევე ცალ-ცალკე სახელწმიფოსთან”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას თენგიზ ფხალაძე და შეკითხვაზე - “რა შეიძლება გააკეთოს ნატომ რუსეთის დასამარცხებლად?” - პასუხობს:
“ჯერ ერთი, თავად ეს განცხადება, რომ რუსეთი უნდა დამარცხდეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან პოლიტიკური შინაარსის მატარებელია, ალიანსის მტკიცე და ურყევ ნებას გამოხატავს, რომ უკრაინას მხარი დაუჭირონ და კონფლიქტი კი არ გაიყინოს, არამედ მივიდეს გადაწყვეტამდე, რაც რუსეთის დამარცხებას და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას ნიშნავს. ესაა პრაქტიკული ნაბიჯები, რაც განიხილება ყველა ქვეყნის დონეზე. ვიცით, რომ ქვეყნები თავიანთ სამხედრო დახმარებას ზრდიან - აშშ, გერმანია თუ სხვები, როგორც ფინანსურ, ასევე შეიარაღების კონტექტსში. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უკრაინამ იმ ტიპის იარაღი მიიღოს, რომელიც მას ჯერ არ ჰქონია და რომელიც რუსეთის წინააღმდეგ მის ქმედებებს უფრო ეფექტიანს გახდის”.
სიახლეები
- "საქართველოში 2024 წელს დაფიქსირდა მაღალი ეკონომიკური ზრდა, 9.4 პროცენტი, 2025-2026 წლებში მოსალოდნელია ზრდის შენელება" - ევროკომისიის ანგარიში
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 20 მაისისთვის
- " პუტინისა და ზელენსკის შეხვედრა რუსეთისა და უკრაინის დელეგაციებს შორის გარკვეული შეთანხმებების მიღწევის შემთხვევაშია შესაძლებელი"
- "თვითონ ყველაზე მეტად სტკივა გული ქართველი ადამიანის წინააღმდეგ ძალადობაზე, თვითონ ყველაზე მეტად უყვარს ქართველი ახალგაზრდები" - ცოტნე ივანიშვილი ბიძინა ივანიშვილზე
- "ეს არის შეხსენება ყველასთვის, რომ ქართველი ხალხი მუდამ იდგება საკუთარ ღირებულებებზე, რომლებიც ჭეშმარიტად ქართული, ევროპული და ქრისტიანულია"