"უკვე ძალიან გაჭიანურდა და ვფიქრობ, ამ კვირაში სტრასბურგში გასაჩივრება უნდა მოხდეს"- გიული ალასანია
საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედის, გიული ალასანიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის სარჩელის სტრასბურგში გაგზავნა „ძალიან გაჭიანურდა“.
მისივე თქმით, თითქმის ყველაფერი მზად არის იმისთვის, რომ ყოფილი პრეზიდენტის ოჯახმა სტრასბურგში გაასაჩივროს.
„უკვე ძალიან გაჭიანურდა და ვფიქრობ, რომ ამ კვირაში სტრასბურგში გასაჩივრება უნდა მოხდეს, მგონი ყველაფერი მომზადებულია. იურიდიულად ყველაფერი მზად არის, ადვოკატებს ბოლო ინფორმაცია სჭირდებათ. თუ ობიექტურობა არსებობს, ამ ადამიანს ეკუთვნის ის, რასაც ვითხოვთ. რა მოლოდინი უნდა მქონდეს, საბედნიეროდ დღემდე მათთან გამოცდილება ურთიერთობის არ მქონია და იმედია არასდროს აღარ მექნება. მე ერთი რამ ვიცი, ჩემთვის ძალიან ძვირფასი ადამიანი კვდება იმიტომ, რომ ქვეყანა ააშენა. აი, ეს ზუსტად ვიცი.
მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და ეს მდგომარეობა დღითი დღე უარესდება. არ ვიცი, რამდენ ხანს გასტანს. გუშინ დაცემულა, იმიტომ, რომ ვერ დადის“, - განაცხადა ალასანიამ.
სიახლეები
- ,, გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის ლოცვა-კურთხევას - ძალიან რთულია, ამ სიტყვების გარეშე ქადაგებით მოგმართოთ''- მეუფე შიო
- ,,მთელი ცივილიზაცია ამაღამ მოკვდება და ვეღარასდროს დაბრუნდება'' - დონალდ ტრამპი ირანთან დაკავშირებით
- ლარის კურსი
- ნორვეგიაში სამგზავრო მატარებელს ცეცხლი გაუჩნდა
- თეირანში ღამით მომხდარი აფეთქებების შედეგად, ექვსი ბავშვი დაიღუპა
