February 24, 2026

,,სანქციებისკენ ჩვენ მოგვიწოდებდნენ და სტატისტიკა რომ აიღოთ, ევროკავშირმა რუსეთთან ნავთობპროდუქტების ექსპორტში ვაჭრობაში რეკორდები მოხსნა” – ირაკლი ზარქუა

,,დიდი ხანია, ქართულმა საზოგადოებამ იცის გერმანიის ელჩის ფარისევლობა – მისი ორმაგი სტანდარტი, დამოკიდებულება საქართველოს მიმართ, რომ ჩვენ შესაწირი ზვარაკი ვგონივართ”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის დიასპორის საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

მან საფრანგეთის, გერმანიისა და დიდი ბრიტანეთის ელჩების ერთობლივ სტატიასთან დაკავშირებით ისაუბრა.

„ლიეტუვის, ლატვიის, ესტონეთის წარმომადგენლების პოზიციები მოისმინეთ – უკრაინაში ომი დანარჩენი ევროკავშირის უსაფრთხოებაა. ეს იმაზე მეტყველებს? ვიდრე ომი გრძელდება და რუსეთი უკრაინაში დაკავებულია, ჩვენ აქ არაფერი გვემუქრებაო. ეს არის მათი მიდგომა. ამისთვის იყო ის ყველაფერი, რომ უკრაინასა და საქართველოს რუსეთი უნდა შეგვეკავებინა, რომ ესტონელი, ლატვიელი და დანარჩენი ევროპა გადარჩენილიყო. ​სანქციებისკენ ჩვენ მოგვიწოდებდნენ და სტატისტიკა რომ აიღოთ, ევროკავშირმა რუსეთთან ნავთობპროდუქტების ექსპორტში ვაჭრობაში რეკორდები მოხსნა, რუსეთს ბიუჯეტში 300 მილიარდზე მეტი შეუვიდა ნავთობპროდუქტებით ვაჭრობაში. ხალხო, ლატვიამ რუსეთთან ღვინით ექსპორტში გადაგვასწრო. ეს ხომ მონაცემებია, ვის ატყუებენ? ვის ეუბნებიან, ამ სისულელეებს? ლატვიამ ჩვენ, ღვინის სამშობლოს რუსეთთან ექსპორტში გადაგვასწრო და ეს ხალხი ჩვენ რაიმეს მოგვიწოდებს? ეს არის მათი მორალი, ორმაგი სახე, უსამართლო მიდგომები“, – აღნიშნა ზარქუამ.

ცნობისთვის, საქართველოში საფრანგეთის, გერმანიისა და დიდი ბრიტანეთის ელჩებმა ერთობლივი სტატია გამოაქვეყნეს, რომელშიც ნათქვამია: „მტკიცება, რომ გერმანიამ, საფრანგეთმა ან დიდმა ბრიტანეთმა მოუწოდეს საქართველოს ამ კონფლიქტში მეორე ფრონტის გახსნისკენ, მცდარია და წარმოადგენს დეზინფორმაციას“.

წაკითხვა 33 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.