,,კონკრეტული ინტერესი აქვთ ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ"- ირაკლი კობახიძე
გახსოვთ, 4 წლის განმავლობაში, მართალია კულუარებში, ითხოვდნენ სანქციების დაწესებას ჩვენგან, მაგრამ საჯაროდ ერიდებოდნენ ამაზე საუბარს, ახლა გადაწყვიტეს ამ ყველაფერზე ღიად საუბარი, რაც ძალიან კარგია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ჯერ იყო ევროპარლამენტის რეზოლუცია, რომლითაც ღიად მოუწოდებდნენ საქართველოს სანქციების დაწესებისკენ და ახლა არის უკვე ელჩების განცხადებები.
„რასაც ჩვენ ვეუბნებოდით საზოგადოებას და რაზეც ვიღაცები ამბობდნენ, რომ თითქოს ეს არ მომხდარა, დღეს უკვე ღიად დაიწყეს ამაზე საუბარი. ჯერ იყო ევროპარლამენტის რეზოლუცია, რომლითაც ღიად მოგვიწოდეს ჩვენ სანქციების დაწესებისკენ და ახლა არის უკვე ელჩების განცხადებები.
მინდა, შეგახსენოთ, რომ არის ქვეყნები, რომლებსაც ისინი აცხადებენ პროდასავლურად, ანტირუსულად და ა.შ. ამ ქვეყნებისთვის, რომლებსაც ასევე არ დაუწესებიათ არავითარი სანქციები, არც ერთხელ არავის მოუთხოვია სანქციების დაწესება, აქედან ჩანს მარტივად ორმაგი სტანდარტი, აქედან ჩანს, რომ კონკრეტული ინტერესი აქვთ ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
სიახლეები
- ,,მათ ჩაიდინეს პოლიტიკური დანაშაული საკუთარი ქვეყნის, საკუთარი სახელმწიფოს წინაშე და ამ ცოდვას ასე მარტივად ვერ მოიშორებს „ლელო”- ირაკლი კობახიძე
- ,,ამერიკის ადმინისტრაციას პრეზიდენტ ტრამპის ხელმძღვანელობით აქვს შესაძლებლობა, რომ გამოასწოროს ის არასწორი გადაწყვეტილებები, რაც ბაიდენის ადმინისტრაციამ საქართველოს წინააღმდეგ მიიღო"- კახა კალაძე
- ,,გამოვიდნენ ჯო უილსონი და ეკა გიგაური, თითქოს საქართველო გამოიყენება ირანული სანქციების გვერდის ავლისთვის, ამაზე სამარცხვინო რა უნდა იყოს"- ირაკლი კობახიძე
- ,,საინტერესო, ძალიან კონსტრუქციული საუბარი შედგა საქართველოში ამერიკელი კოლეგების ვიზიტის დროს"- ირაკლი კობახიძე
- სამართალდამცველებმა მესტიის მუნიციპალიტეტში 148 ე.წ. მაინერი ამოიღეს
