"ბაქი-ბუქის მიუხედავად, „ოცნება” ვერავისთან ვეღარაფერს დაალაგებს კომპასის ვერცერთ მხარეს'' - ბერდია სიჭინავა
ბაქი-ბუქის მიუხედავად, „ოცნება” ვერავისთან ვეღარაფერს დაალაგებს კომპასის ვერცერთ მხარეს, დასავლეთთან მითუმეტეს, - ასე აფასებს პარტია "გახარია საქართველოსთვის" ერთ-ერთი ლიდერი, ბერდია სიჭინავა „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს შეხვედრას და შემდგომ გაკეთებულ განცხადებებს.
სიჭინავა სოციალურ ქსელში წერს, რომ პარტია „ქართული ოცნება“ თავად წარმოადგენს მუდმივი არასტაბილურობის წყაროს და აღნიშნული მოცემულობა არა თუ იცვლება, არამედ ქვეყნის მდგრადობას უქმნის საფრთხეს.
„ოცნების” პოლიტსაბჭოს დღევანდელი განცხადებისა და კობახიძის ბრიფინგიდან პრაგმატული ადამიანები, რომლებიც ჯერ კიდევ უჭერენ მხარს „ოცნებას” ან/და საქმიანად თანამშრომლობენ მასთან, 3 დასკვნას გამოიტანდნენ:
„ოცნება” თავადაა ქვეყანაში მუდმივი არასტაბილურობის წყარო და ეს მოცემულობა არათუ იცვლება, პირიქით - მძიმდება და უკვე ქვეყნის მდგრადობას უქმნის საფრთხეს, შესაბამისად პერსონალურად მათ სტაბილურობასაც;
ბაქი-ბუქის მიუხედავად, „ოცნება” ვერავისთან ვეღარაფერს დაალაგებს კომპასის ვერცერთ მხარეს, დასავლეთთან მითუმეტეს;
პოლიტიკის „გროსმაისტერად” გამოცხადებული კაცი მხოლოდ თავისი ფინანსური საკითხების მოგვარებითაა დაკავებული და მწვავე კრიზისებისას, პოლიტსაბჭოს სხდომებსა და ყრილობებზე, პერიოდულად ბელადივით ჩამოატარებენ როგორც „სიმშვიდისა და სტაბილურობის” სიმბოლოს, რომელიც უკვე ყველასთვის გაცვდა"
სიახლეები
- პირველად მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს სამი საგნის გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობა ეძლევათ
- იმერეთში ნარკოდანაშაულის ბრალდებით უკრაინის ორი მოქალაქე დააკავეს
- ,,ობსერვატორიების თავზე ფრენების შეზღუდვა აქტიურად გამოიყენება მსოფლიო მასშტაბით და ამაში გასაკვირი არაფერია!"- ლადო სადღობელაშვილი
- 17 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
- ქუთაისში ყაჩაღობისა და პოლიციელის მიმართ წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
