“ხელისუფლებას ნერვებმა უმტყუნა და “მაგარ ბიჭობანას” თამაში დაიწყო“ - გია ხუხაშვილი
“ფაქტია, რომ ხელისუფლებას ნერვებმა უმტყუნა და რაღაც ისტერიულ და ქაოტურ მოქმედებებზეა გადასული. ერთადერთი ამოცანა აქვს – ძალაუფლების შენარჩუნება და მაგარ ბიჭობანას თამაში დაიწყო, პრინციპით – “ვინც არ დამემორჩლება ყველას დავიჭერ”.
ყველგან ჩნდება კითხვები, კითხვები და კითხვები… კითხვა ჩნდება, თუ მელიაზე და სხვებზე სწრაფად „გახსნეს” საქმე, ოქრუაშვილის ბრალეულობა დროში ასე რატომ გაიწელა და რატომ მას შემდეგ, რაც ოქრუაშვილმა მოასწრო და ძალიან ბევრი სკანდალური განცხადება გააკეთა, მათ შორის აღიარებითი ჩვენებები ძალიან ბევრ, საზოგადოებისთვის ბევრად უფრო მნიშვნელოვან საკითხზე, ვიდრე ეს საქმეა. ასე რომ, კითხვები ჩნდება…”, – წერს გაზეთი “რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, ხუხაშვილი ფიქრობს, რომ ხელისუფლებას ნერვებმა უმტყუნა და „მაგარ ბიჭობანას” თამაში დაიწყო
“ამასთან, თუ პრეცედენტებით ვიმსჯელებთ, ოქრუაშვილს იგივე ბედი ელოდება, რაც მელიას. ანუ, ე.წ. შინაპატიმრობა და ელექტრონული სამაჯური, რადგან ნებისმიერი სხვა გადაწყვეტილება მაინცდამაინც ლოგიკური არ იქნება და უფრო მეტ კითხვას გააჩენს,”- აცხადებს ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი.
მისი თქმით, ხელისუფლება ბროუნის მოძრაობას ატარებს, იმიტომ რომ, როგორც ჩანს, არ იციან რა ქნან და მიედ-მოედებიან და ხან ერთ კედელს ეცემიან, ხან – მეორეს"..
“პატიმრობას, ალბათ, არ მიუსჯიან. ეს არ იქნება ლოგიკური იმ ფონზე, რაც მოხდა ნიკა მელიასთან დაკავშირებით. გაუგებარი იქნება, იმიტომ რომ, პრინციპში დაახლოებით ერთი და იგივე როლი ჰქონდათ ამ საქმეში, ამიტომ მელია გარეთ და ოქრუაშვილი დაიჭირონ, კიდევ უფრო მეტ კითხვებს დაბადებს. უმჯობესია ოქრუაშვილი დაკითხონ იმ საქმეებზე, რაზეც ამ დღებში ილაპარაკა. იქ ბევრად უფრო მძიმე დანაშაულების კასკადზეა საუბარი და სჯობს მაგას მიხედონ, ვიდრე თავიანთი პოლიტიკური ინტერესებიდან რაღაც იწილო-ბიწილოთი იყვნენ დაკავებულები. რა დანაშაულებებზეც ილაპარაკა, ბევრი ფიგურანტი ჰყავს, რამდენიმე სერიოზულ საქმეზეა საუბარი, ამ ხელისუფლების ჩინოსნების ჩართვით და სჯობს იმას მიხედონ,”- აცხადებს ხუხაშვილი”.
სიახლეები
- "დასავლეთის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებმა უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტს გლობალური სახე მისცა"
- "ვმუშაობთ, რომ საქართველოს რიგით მოქალაქეებს უვიზო მიმოსვლა არ გაუუქმდეთ"- გიორგი გახარია
- "ახალგაზრდა ქართველი აქტივისტების წინააღმდეგ სადამსჯელო ღონისძიებები მიმდინარეობს"- პრეზიდენტი
- "აქცია რომც დაარბიონ, დამერწმუნეთ, ეს პროტესტი უფრო გაიზრდება" - მამუკა ხაზარაძე
- "უკრაინას ჯერ სამართლიანი მშვიდობა სჭირდება და ამის შემდეგ უკრაინელები სამართლიან არჩევნებს ჩაატარებენ" - ზელენსკი