"საქართველოს წინაშე დილემა დგას: საით - ჩრდილოეთით, რუსეთისაკენ თუ დასავლეთით, ევროპისაკენ?"

გერმანულ ჟურნალ „ციცერონ“-ში («Cicero») გამოქვეყნებულია სტატია სათაურით  „სანიმუშო საქართველო გზაგასაყართან დგას“ (ავტორი - ოლივერ როსოფი), რომელშიც გაანალიზებულია ქვეყნის დღევანდელი საგარეო პოლიტიკური კურსი. როგორც ადრე, ახლაც საქართველოს წინაშე დილემა დგას: საით - ჩრდილოეთით, რუსეთისაკენ თუ დასავლეთით, ევროპისაკენ?

 

„საქართველო დიდი ხნის განმავლობაში არასტაბილურ კავკასიის რეგიონში სანიმუშო სახელმწიფოდ ითვლებოდა,დღეს კი მისი მთავრობის ზოგიერთმა მოქმედებამ შეიძლება ქვეყანას პროდასავლური გზიდან გადაახვევინოს. მას შემდეგ რაც კორონავირუსის გამო ევროკავშირის ინტერესი საქართველოს მიმართ რამდენადმე განელდა, რუსეთმა კრიზისის თავის სასარგებლოდ გამოყენება დაიწყო. მოსკოვი იმითაც სარგებლობს, რომ დასავლეთის ყურადღება ახლა ბელარუსის მოვლენებისადმია მიპყრობილი“, - ნათქვამია პუბლიკაციის  პროლოგში., რომლის შემდეგ ავტორი უფრო ვრცლად იხილავს ქართულ საგარეოპოლიტიკურ დილემას.

 

„რუსეთთან 2008 წლის ომის შემდეგ საქართველოს მნიშვნელოვანი წარმატებები აქვს მიღწეული - იმდენად მნიშვნელოვანი, რომ მან უკან ჩამოიტოვა არამარტო ევროკავშირში მირების კანდიდატი ქვეყნები, არამედ უშუალოდ ევროკავშირის ზოგიერთი წევრიც... ხელი მოეწერა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას, უკვე ლაპარაკობდნენ საქართველოს ნატოში მიღების შესახებაც... ანუ შეიძლება ითქვას, რომ ქვეყანას ნამდვილად ჰქონდა ადრე თუ გვიან ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების შანსი.

 

გაწევრიანების სასარგებლოდ მეტყველებდა საქართველოს ბოლო წლების სწრაფი ეკონომიკური, სოციალური და პოლიტიკური პროგრესიც, რის შედეგადაც ის კავკასიაში სანიმუშო სახელმწიფოდ გადაიქცა. საკმარისია მხოლოდ რუკას შევხედოთ, რომ მივხვდებით, თუ როგორი სტრატეგიული მდებარეობა აქვს საქართველოს - ეს ქვეყანა დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის ვაჭრობაში საკვანძო წერტილს წარმოადგენს, განსაკუთრებით ე.წ. „ციფრულ აბრეშუმის დიდ გზაზე“.

 

მაგრამ საქართველოს სანიმუშო ქვეყნის რეპუტაციამ თანდათან გაფერმკრთალება დაიწყო. მთავრობის მოქმედებით, უცხოური ინვესტიციები რომ მიზიდულიყო, ქვეყანა ერთ დიდ „პოტიომკინის სოფლად“ გადაიქცა, რაც ევროპისაკენ მის მოძრაობას აფერხებს. იმავდროულად ძლიერდება ზეწოლა მოსკოვის მხრისაგანაც, რომელიც 2008 წელს ოკუპირებული ტერიტორიების საზღვრებს აფხაზეთში და სამხრეთ ოსეთში საქართველოს სიღრმეში სწევს. „მცოცავი ოკუპაციის“ რეალობა რამდენჯერმე დადასტურდა. მოსკოვი ხშირად სარგებლობს კიბერნეტიკული შეტევებით ქართული ინტერნეტ-საიტების წინააღმდეგ.

 

დასავლეთის შეშფოთებას იწვევს თვითონ საქართველოს მთავრობის მოქმედებაც, რომლითაც იზღუდება დასავლელი ინვესტორების უფლებები, ეს კი ხელს უშლის ქვეყნის ინტეგრაციას ევროპასთან. მთავრობის ასეთ ნაბიჯებს მიეკუთვნება ის პოლიტიკური გადაწყვეტილებები, რომლებიც მიმართულია უცხოურ კომპანიებთან კონტრაქტებისა და ხელშეკრულებების დარღვევა-შეწყვეტისაკენ ინფრაქსტრუქტური თითქმის ყველა სფეროში - საზღვაო ნავსადგურების და ნავთობ-გაზის ობიექტებიდან დაწყებული, ციფროვიზაციით დასრულებული. ამ პროცესმა თავის პიკს მიაღწია ივლისში მიღებული კანონპროექტით, რომელიც ელექტრონული სახის კომუნიკაციებს არეგულირებს. ამ ჩარჩოებში ჯდება ბოლო დროს დაწყბეული ტენედენციაც, რომელიც კომპანია „კაუკაზუს ონლაინს“ ეხება: 2019 წელს ჰოლდინგმა NEQSOL-მა იყიდა Caucasus Online-ს აქციების 49% და მის განვითარებას გეგმავდა - ინტერნეტკავშირის კაბელით ერთმანეთთან ევროპის, კავკასიისა და ახლო აღმოსავლეთის, ასევე აზიის ქვეყნების დაკავშირებას (ციფრული აბრეშუმის დიდი გზის პროექტის მიხედვით). ამის შესახებ NEQSOL-მა საქართველოს მთავრობასაც დროულად აცნობა, მისი გეგმების შესახებ ყველა სამინისტრო საქმის კურსში იყო , მაგრამ დღეს მთავრობა, მოიმიზეზა რა ინფორმაციის ნაკლებობა, გადადგა ისეთი ნაბიჯები, რომელიც NEQSOL-ს ქონების დაბრუნებასა და კონტრაქტის დეზავუირებას აიძულებს. საქართველოს მთავრობამ ასევე იძულებული გახადა ამერიკული ნავთობ-გაზის კომპანია „ფრონტერაც“ უარი ეტქვა ანაკლიის ღრმაწყლიანი საზღვაო პორტის მშენებლობაში მონაწილეობაზე...

 

რა თქმა უნდა, ასეთ მოქმედებას არ შეეძლო ზიანი არ მიყენებინა საქართველოს - როგორც საიმედო პოლიტიკურ-ეკონომიკური პარტნიორის - საინვესტიციო კლიმატისათვის: 2020 წლის პირველ კვარტალში, გასული წლის ანალოგიურ პწერიოდთან სედარებით, ქვეყნის ეკონომიკაში პირდაპირი ინვესტიციები 42%-ით შემცირდა. ალბათ, კორონავირუსის პანდემიის გამო სიტუაცია კიდევ უფრო გაუარესდება. ნიშანდობლივია, რომ აშშ-ის მთავრობამ საქართველოს ფინანსური დახმარება 15%-მდე შეუმცირა, სანამ სიტუაცია არ გამოსწორდება.

 

თუ საქართველო პოზიტიური რეფორმების გზიდან დაშორებას გააგრძელებს, მაშინ ასეთი პოლიტიკა ქვეყანას სამხედრო-პოლიტიკურ პრობლემებს გაუჩენს. ამავე მიზეზით ციფრული ცენტრი, რომელიც შეიძლებოდა საქართველოში ყოფილიყო, შეიძლება თურქეთში ან რუსეთში აღმოჩნდეს, რაც, რასაკვირველია, კონსტრპროდუქტიული იქნება როგორც თვით საქართველოსთვის, ასევე ევროპისათვის.

 

საქართველოს მხოლოდ ორი შესაძლებლობა აქვს ამ პრობლემის გადასალახავად:

 

პირველი - თბილისს შეუძლია დღევანდელი გზით იაროს, გახდეს იოლი ლუკმა მოსკოვისათვის და ამით ევროკავშირისგან დახმარება წაერთვას და მეორე - უარი თქვას უკვე მირებულ ზომებზე, მოახდინოს საერთაშორისო ინვესტიციების ფორსირება თავის ციფრულ და ეკონომიკურ სფეროში და ამით მოსკოვზე ნაკლებად დამოკიდებული გახდეს.

 

ევროპამაც უნდა გააცნობიეროს საქართველოს სტრატეგიული ღირებულება, მათ შორის იმ მიზნისთვისაც, რომ შეზღუდოს რუსეთის გავლენა შავ ზღვაზე და ამით უფრო მჭიდროდ დაუახლოვდეს კავკასიის რეგიონს. ბრიუსელმა უნდა ისარგებლოს საქართველოსთან  თანამშრომლობით, აგრეთვე ქართული საზოგადოების პროევროპული განწყობით, რათა კანონიერების დაცვა უზრუნველყოფილი იყოს.

 

ძლიერი საქართველო, რომელიც ღია იქნება საერთაშორისო თანამშრომლობისა და ევროპული ფასეულობების გასაზიარებლად, სრულიად შეესაბამება ევროპის ინტერესებს. წინააღმდეგ შემთხვევაში საქართველო რუსეთს და ევროკავშირს შორის ბუფერულ ქვეყნად იქცევა.

 

წყარო: https://www.cicero.de/aussenpolitik/georgien-annexion-russland-eu-investitionen-corona

მოამზადა სიმონ კილაძემ

წაკითხვა 571 ჯერ განახლდა განახლდა სექტემბერი 02 2020
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.