April 11, 2026

აპრილი 29 2024 წაკითხვა 396 ჯერ

სუვერენიტეტი არის ქვეყნის უსაფრთხოების ყველაზე მტკიცე გარანტია. სწორედ ამიტომ, ჩვენ ვერ დავყვებით ვერცერთ მოთხოვნას, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის დათმობას გულისხმობს. ეს იქნებოდა უპასუხისმგებლობა 9 აპრილის გმირების წინაშე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საყოველთაო სახალხო შეკრებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

აპრილი 29 2024 წაკითხვა 383 ჯერ

თბილისის მერის, პარტია „ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის, კახა კალაძის განცხადებით, დღეს ქვეყანაში ადგილი აქვს „ფსევდოლიბერალურ პროპაგანდას“, ხდება „შეტევა მართლმადიდებელ ეკლესიაზე“ და არის არეულობის დათესვის მცდელობა.

აპრილი 29 2024 წაკითხვა 632 ჯერ

პარლამენტის იურიდიული კომიტეტის სხდომიდან 7 დეპუტატი გააძევა, რამდენიმეს კი სიტყვის დამთავრების საშუალება არ მისცა და გამოსვლა შეაწყვეტინა სხდომის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა. სხდომაზე მეორე მოსმენით განიხილება სადავო “აგენტების კანონი”.

აპრილი 29 2024 წაკითხვა 581 ჯერ

ოპოზიციამ ხალხის ნებას მოუსმინოს და ეს გამოიცნოს, თავად ნუ გამოიქცევა და ნუ ითხოვს გენერლობას, ხალხს მოუსმინოს, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვჩიამ განაცხადა.

აპრილი 29 2024 წაკითხვა 436 ჯერ

ვისაც ეჭვი ეპარება, რა ხდება ქვეყანაში, უყურეთ სხდომას, სადაც ოპოზიციონერ დეპუტატებს კითხვის დასმის შესაძლებლობას არ აძლევენ, - ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა საკანონმდებლო ორგანოში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

აპრილი 29 2024 წაკითხვა 670 ჯერ

ჩემი აზრით, საიამ უნდა თქვას, რომ დიახ, ამერიკული ძალა მაფინანსებდა და ამერიკული და ევროპული ძალის ინტერესი იყო, რომ საქართველოს სტრასბურგის სასამართლოში სრულყოფილი სარჩელი წარედგინა - ამაში სასირცხვილო არაფერია! პირიქით მადლობა, რომ ამერიკული ძალის ინტერესი იყო, საქართველოს კარგი სარჩელი წარედგინა და ამისთვის იღვწოდნენ! - ასე უპასუხა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ იმ არასამთავრობო ორგანიზაციებთან დაკავშირებით დასმულ კითხვას, რომლებმაც 2008 წლის აგვისტოს ომის დანაშაულებთან დაკავშირებით, საქართველოს მოქალაქეების სახელით რუსეთის წინააღმდეგ სტრასბურგში საჩივრები წარადგინა.

გვერდი 248 სულ 736
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.