პუტინს შავი დღე ელოდება და ადრე თუ გვიან ის ისტორიაში შევა, როგორც ჰიტლერის კარიკატურა, პატარა ჰიტლერია, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, რომან გოცირიძემ განაცხადა.
ომია და არ მინდა უფრო მძიმედ ვისაუბრო ბატონი ზელენსკის მიმართ, რომელმაც თქვა, რომ ამორალურია ჩვენი მთავრობის ქმედება. ეს არის მიუღებელი, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებს განუცხადა.
თვითონ (რუსეთი) პირდაპირ აღიარებენ, რომ შევედით ჯარებით და დავიწყეთ ეს ოპერაცია. ოპერაცია დაარქვეს მათ, მაგრამ ომია ხომ პირდაპირ, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა განაცხადა.
ეკატერინე ტიკარაძე ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილედ დაინიშნა.
ჩვენ ყველანი ვლოცულობთ, რომ ომი და ის ტრაგედია, რომელიც უკრაინაში ხდება, რაც შეიძლება მალე დასრულდეს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
წამლების გაიაფების პროცესი დავიწყეთ. წამლები საქართველოში უკვე შემოსულია და ხელმისაწვდომია აფთიაქებში - მინისტრი აზარაშვილი აქტიურად მუშაობს, რომ ქვეყანაში შეიქმნას წამლის ხარისხის ლაბორატორია, რათა ყველა ის წამალი, რომელიც საქართველოში წარმოებული იქნება, ან იმპორტირებული მაღალი ხარისხის იყოს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
