April 11, 2026

მარტი 01 2022 წაკითხვა 578 ჯერ

ბელარუსის ჯარები უკრაინის ჩერნიგოვის რეგიონში შევიდნენ. ინფორმაციას უკრაინული მედია ტერიტორიული თავდაცვის ძალების "Север" რეგიონალური დეპარტამენტის წარმომადგენელ ვიტალი კირილოვზე დაყრდნობით ავრცელებს.

მარტი 01 2022 წაკითხვა 544 ჯერ

უკრაინამ საქართველოდან ელჩი გაიწვია. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რამდენიმე წუთის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მარტი 01 2022 წაკითხვა 591 ჯერ

მე ძალიან კარგად მახსოვს როგორი ორგანიზებულები ვიყავით ომის დროს, არავინ გაქცეულა, ვინც წასული იყო, ყველა უკან დაბრუნდა სხვადასხვა გზით და მე ხომ არ გავქცეულვარ და არ გავქცეულვარ. მიწაზე დაფორთხავდაო - მიწაზე კი არ დავფორთხავდი, წინა ხაზზე ვიყავი, რადგან იქ წყდებოდა საქართველოს ბედი, - ამის შესახებ ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მარტი 01 2022 წაკითხვა 563 ჯერ

სირცხვილის გრძნობა მაქვს ძალიან დიდი, ძალიან მრცხვენია იმ ქვეყნის მოქალაქე რომ ვარ, რომელსაც ასეთი კაცი აქ [ციხეში] უზის, -ასე უპასუხა თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ბაჩო ახალაიამ რუსთავის #12 სასჯელაღსრულების დატოვების შემდეგ ჟურნალისტების კითხვას, რომელიც საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პატიმრობას შეეხებოდა.

მარტი 01 2022 წაკითხვა 564 ჯერ

თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ბაჩო ახალაიამ რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულება დატოვა. საპატიმროსთან მას ახლობლები და მეგობრები დახვდნენ.

თებერვალი 28 2022 წაკითხვა 576 ჯერ

პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, გამოიყენოს ისტორიული შანსი და ოფიციალური თხოვნით მიმართოს ევროკავშირს, საქართველოს დაჩქარებული წესით მიღებასთან დაკავშირებით. მისივე შეფასებით, ახლა აქტიური მოქმედების დროა, რადგან უნდა შევახსენოთ მთელ მსოფლიოს, რომ ჩვენ რუსული აგრესიის პირველი მსხვერპლი ვართ.

გვერდი 468 სულ 736
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.