April 11, 2026

თებერვალი 18 2022 წაკითხვა 606 ჯერ

მიხეილ სააკაშვილი საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს ღია წერილით მიმართავს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

თებერვალი 15 2022 წაკითხვა 665 ჯერ
"უკრაინა და საქართველო საერთო ფასეულობების მქონე სახელმწიფოები არიან, რომელთაც ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზეც საერთო მიღწევები და გამოწვევები აერთიანებთ, რისი საფუძველიც თავისუფლებისკენ სწრაფვაა"- აღნიშნულის შესახებ "საქართველოს დემოკრატიის სკოლების კურსდამთავრებულთა ასოციაცია" განცხადებას ავრცელებს.
თებერვალი 14 2022 წაკითხვა 637 ჯერ

პირველი მარტიდან და ვიწყებთ სოციალური შემწეობის მიმღებ შრომისუნარიან პირებზე ორიენტირებულ დასაქმების აქტიურ პოლიტიკას, საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების მასშტაბურ პროგრამას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

თებერვალი 14 2022 წაკითხვა 622 ჯერ

მინდა აღვნიშნო ხაზგასმით - საზოგადოებრივი სამუშაო არ განაპირობებს სოციალური დახმარების შეწყვეტას,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

 

როგორც პრემიერმა აღნიშნა, საზოგადოებრივი სამუშაოები სპეციალურად სამიზნე ჯგუფებისთვის შეიქმნება და ისეთ სამუშაოს გულისხმობს, რომლის შესრულებაც ნებისმიერი კვალიფიკაციის მქონე პირს შეუძლია.

 

„ჩვენი მოქალაქეებისთვის დეტალურად განვმარტო - საზოგადოებრივი სამუშაოები სპეციალურად სამიზნე ჯგუფებისთვის შეიქმნება და ისეთ სამუშაოს გულისხმობს, რომლის შესრულებაც ნებისმიერი კვალიფიკაციის მქონე პირს შეუძლია. ეს ხელს შეუწყობს ჩვენი მოქალაქეების მოტივაციის ამაღლებას, წაახალისებს მათ შრომის ბაზარზე გასააქტიურებლად. პროგრამა, როგორც აღვნიშნე საუკეთესო დასავლური პრაქტიკის შესწავლის შედეგად შევიმუშავეთ. აქ ჩვენ მივიღებთ ორმაგ შედეგს - ერთის მხრივ, გაიზრდება სოციალური ემწეობის მიმღებ უმუშევართა შემოსავლებიდა ამავდროულად, ახალი ინფრასტრუქტურის შექმნის, ან არსებულის გასაუმჯობესებლად შექმნის მნიშვნელოვან საზოგადოებრივ სიკეთეს. ამ პროგრამით ისარგებლებენ 18 წლიდან საპენსიო ასაკამდე სოციალური შემწეობის მიმღები შრომისუნარიანი პირები, რომელთაც არ აქვთ მინიჭებული შშმ სტატუსი ან არ აქვთ ჯანმრთელობის მძიმე პრობლემები. ჩვენი პროგნოზით, სულ დასაქმდება 200 000 ადამიანი. პირველ ეტაპზე მუნიციპალიტეტები, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, სხვა სამინისტროები ყველანი მოახდენენ 50 000-დე ვაკანსიის მობილიზებას. წელს ჩვენ შესაძლოა, 100 000-ზეც კი გავიდეთ. ჩვენ არ გვაქვს ლიმიტი. პროგრამას განახორციელებს დასაქმების სახელმწიფო სააგენტო და მოსარგებლეს ექნება შესაძლებლობა, აირჩიოს ან საზოგადოებრივი სამუშაო, ან შრომის ბაზარზე არსებული უნარ-ჩვევების, გამოცდილებისა და პროფესიული განვითარების შესაბამისი ვაკანსია. ან თუ მოსარგებლე დასაქმებულია არაფორმალურ, სექტორში, დასაქმების ფორმალიზება რომ მოახდინოს. ან პროფესიული მომზადების და გადამზადების ქვეპროგრამებში ჩაერთოს.

 

მინდა აღვნიშნო ხაზგასმით - საზოგადოებრივი სამუშაო არ განაპირობებს სოციალური დახმარების შეწყვეტას. მოსარგებლის ოჯახს 4 წლის განმავლობაში შეუნარჩუნდება საარსებო შემწეობა. ის დახმარება, რასაც ის დღეს იღებს, მიეცემა მომდევნო 4 წლის განმავლობაში და ჩვენ ამას არ შევეხებით. ამ პროგრამაში ჩართულ თითოეულ მოქალაქეს მიეცემა დამატებით 300 ლარი. ერთის მხრივ, ისინი მიიღებენ სოციალურ დახმარებას, რაც ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება იყოს 400-500 ლარი, შეიძლება ეს იყოს 700-800 ლარიც და ამას გარდა, 300 ლარი ექნება დამატებით სახელმწიფოსგან. მოსარგებლეს შემწეობა გაუგრძელდება მაშინაც, თუ ის არ დათანხმდება არცერთ შემოთავაზებას, მაგრამ ერთი წლის შემდეგ ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მგდომარეობა ხელახლა გადამოწმდება, რაც, ვფიქრობთ, სამართლიანია. რა თქმა უნდა, ამ დროის განმავლობაში მას შეუძლია შეცვალოს გადაწყვეტილება და ხელახლა მიმართოს დასაქმების სააგენტოს, ან სოციალური მომსახურების სააგენტოს. საზოგადოებრივი სამუშაოს მასშტაბური პროგრამა იქცევა ჩვენი ვარაუდით უმნიშვნელოვანეს ნაბიჯად სიღარიბის დაძლევის გზაზე. ერთის მხრივ, 200 000-ზე მეტ ჩვენს თანამოქალაქეს მივცემთ უკეთეს შემოსავალს, ღირსეული შრომის პირობებს და თვითრეალიზაციის საშუალებას და მეორეს მხრივ, ისინი უნდა ვაქციოთ კონკურენტულ, მოტივირებულ ადამიანებად, რომლებიც სრულფასოვნად ჩაერთვებიან ჩვენი ქვეყნის აღმშენებლობის პროცესში", - განაცხადა პრემიერმა.

თებერვალი 12 2022 წაკითხვა 856 ჯერ

დეპოლარიზაციას ორი რამ სჭირდება. ერთი ეს არის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დასუსტება, მეორე - ჯანსაღი საპარლამენტო სამუშაო პროცესი “,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

 

როგორც კობახიძე განმარტავს, მაქსიმუმს გააკეთებს „ქართული ოცნება“, რათა „ნაციონალური მოძრაობა“ დასუსტდეს, ამასთან შედგეს ჯანსაღი საპარლამენტო სამუშაო პროცესი.

 

„იმისთვის, რომ საქართველოში დეპოლარიზაცია მოხდეს, ამას ორი რამ სჭირდება. ერთი, ეს არის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დასუსტება, მეორე ჯანსაღი საპარლამენტო სამუშაო პროცესი. ჩვენ მაქსიმუმს გავაკეთებთ ერთისთვის და მეორესთვის. ერთი „ნაციონალური მოძრაობა“ რომ დასუსტდეს და მეორე შედგეს ჯანსაღი საპარლამენტო სამუშაო პროცესი“,- აღნიშნავს კობახიძე.

თებერვალი 11 2022 წაკითხვა 644 ჯერ

შავი ზღვა ნატოსთვის სასიცოცხლო სტრატეგიული მნიშვნელობის რეგიონია, რეგიონში გვყავს ნატოს სამი მოკავშირე, ასევე ჩვენი ახლო პარტნიორები, უკრაინა და საქართველო, ასე რომ, რეგიონში უსაფრთხოებას ნატოსთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა რუმინეთში, ქვეყნის პრეზიდენტთან, კლაუს იოჰანისთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

გვერდი 471 სულ 736
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.