ნოემბერი 23 2020 წაკითხვა 680 ჯერ

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ნათია მეზვრიშვილი თანამდებობას ტოვებს. "13-წლიანი უკიდურესად საინტერესო და გამოწვევებით სავსე საქმიანობის შემდეგ, დღეს დავტოვე საჯარო სამსახური.

ნოემბერი 23 2020 წაკითხვა 1189 ჯერ

“პროტესტის რა ფორმებს მივმართავთ დამატებით, მათ შორის საარჩევნო სიების განულებასთან დაკავშირებით, ეს მხოლოდ და მხოლოდ დამოკიდებულია იმაზე, დათანხმდება თუ არა ხელისუფლება ჩვენ მოთხოვნას ჩატარდეს ახალი არჩევნები” - აცხადებს “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი რომან გოცირიძე ოპოზიციის სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით საუბრისას”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით თუ ხელისუფლებასთან მოლაპარაკება ჩაიშალა, “ნაცმოძრაობა” თავის საარჩევნო სიას გაანულებს.

ნოემბერი 23 2020 წაკითხვა 1092 ჯერ

“ცესკომ საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში ყველა საარჩევნო უბანზე ხმები უკვე დათვალა, რის შედეგადაც წინასწარი მონაცემებით, 17-ივე ოლქში “ქართულმა ოცნებამ” გაიმარჯვა, ამ შედეგების თანახმად კი პარლამეტში “ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველო” 90 მანდატი აქვს, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშიას” - 36, “ევროპულ საქართველოს” - 5, 4-4 მანდატი ერგოთ “სტრატეგია აღმაშენებელს”, “ლელო საქართველოსთვის”, “პატრიოტთა ალიანსსა” და “გირჩს”, ალეკო ელისაშვილის “მოქალაქეებს” - 2, ხოლო “ლეიბორისტულ პარტიას” - 1. ოპოზიცია ამ მონაცემებით პარლამენტში შესვლას არ აპირებს, კვლავ ბოიკოტის რეჟიმშია და მოლაპარაკებების მესამე რაუნდს ელოდება”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ვის რამდენი ადგილი ერგება ახალ პარლამენტში - არჩევნების საბოლოო შედეგები.

ნოემბერი 23 2020 წაკითხვა 850 ჯერ

“პირველი ტურის მერე მეც გამიჩნდა კითხვები ამ დაუბალანსებელი ოქმების გამოქვეყნების თაობაზე. რა ხდებოდა საარჩევნო კომისიების უმრავლესობაში? სათანადოდ იყო თუ არა მომზადებული ეს ხალხი? ისეთი ხმები მომდის, რომ მომზადებაგავლილი ხალხი ვერ მოხვდა საარჩევნო კომისიებში. ამბობენ იმასაც, რომ მავანი თავის ახლობელ-ნათესავებს ასაქმებდა.

ნოემბერი 23 2020 წაკითხვა 979 ჯერ

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, სერგი კაპანაძე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმაურება.

ნოემბერი 22 2020 წაკითხვა 1009 ჯერ

ქუთაისის 59-ე საოლქო საარჩევნო კომისიამ არჩევნების მეორე ტურის წინასწარი შედეგები გამოაქვეყნა. კომისიის თავმჯდომარის, ლარინა ლალიაშვილის ინფორმაციით, პარტია „ქართული ოცნების“ ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ზაზა ლომინაძემ 29 867 ხმა მიიღო, რაც 91,92 პროცენტია.

გვერდი 578 სულ 736
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.