“იმ შემთხვევაში, თუ ოპოზიცია მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ შევიდეს პარლამენტში, არ ვიცი, რა არგუმენტებს მოიშველიებს. ალბათ ექნებათ მყარი არგუმენტები - ეს შეიძლება იყოს რეგიონში შექმნილი გეოპოლიტიკური ვითარება, ქვეყანაში მძიმე ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობა, კოვიდ ეპიდემია და ა.შ."” - აცხადებს კონსტიტუციონალისტი ავთანდილ დემეტრაშვილი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან ოპოზიციის მისამართით გაკეთებული მოწოდებების კომენტირებისას”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით როგორ შეიძლება შევიდეს ოპოზიცია პარლამენტში ისე, რომ სახე შეინარჩუნოს - დემეტრაშვილი.
“ოპოზიციამ მძიმე დარტყმა მიიღო და რთულ მდგომარეობაშია - მათ ხალხის მხარდაჭერა თანდათან ელევათ და ოთხშაბათს, საქართველოში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს ვიზიტის შემდეგ კი საბოლოოდ გაირკვა, რომ აღარც საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერა აქვთ.
"ლელოს" ერთ-ერთმა ლიდერმა ანა ნაცვლიშვილმა აშშ-ს გენერალური მდივნის მაიკ პომპეოს ვიზიტზე ისაუბრა და განმარტა თუ რატომ იყო პომპეოს ვიზიტის ერთ-ერთი ცენტრალური თემა მართლმსაჯულების დამოუკიდებლობა.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ზაალ უდუმაშვილი აცხადებს, რომ გაერთიანებული ოპოზიცია 21 ნოემბერს საპროტესტო აქციას გეგმავს, თუმცა რა ფორმით, ამაზე მსჯელობა მიმდინარეობს.
მოვუწოდებთ ოპოზიციას, გამოიჩინონ მეტი გამბედაობა, ნუ შეუშინდებიან სიმართლეს და მონაწილეობა მიიღონ ჯანსაღ სატელევიზიო დებატებში, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ წევრმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, საქართველოს მოქალაქეებმა, რომლებმაც პანდემიის პირობებში მიიღეს მონაწილეობა არჩევნებში, 31 ოქტომბერს ერთხმად დაუჭირეს მხარი 9 პოლიტიკურ პარტიას, მათ წარმოდგენას პარლამენტში, იმას, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა მათთვის მინიჭებული პასუხისმგებლობის თვალსაზრისით ერთობლოვად იზრუნონ ქვეყანაში არსებული გამოწვევების გადაჭრაში.
