“ოცნება” ზვიად ძიძიგურის წინააღმდეგ - “თუ საკუთარი აზრის გამოთქმა ვინმეს ღალატი ჰგონია...”
“თუ საკუთარი აზრის გამოთქმა ვინმეს ღალატი ჰგონია, ამაში კატეგორიულად არ ვათანხმები, არავისთან ღალატი ჩვენი საქმე არაა, უბრალოდ ჩვენ ყოველთვის იმ პოზიციას ვაფიქსირებთ, რომელიც მიგვაჩნია, რომ არის მართალი, ეგ არის და ეგ", - ასე უპასუხა “რეზონანსთან” “კონსერვატორების” ლიდერმა ზვიად ძიძიგურმა, “ქართული ოცნების” მეათე მოწვევის პარლამენტის წევრის ელისო ბოლქვაძის მიერ გამოქვეყნებულ წერილს, სადაც აღნიშნულია, რომ ძიძიგურმა ივანიშვილს უღალატა და გუბაზ სანიკიძის გზას დაადგა”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით “ოცნება” ზვიად ძიძიგურის წინააღმდეგ - “თუ საკუთარი აზრის გამოთქმა ვინმეს ღალატი ჰგონია...”
“31 ოქტომბერს გარდა არჩევნებისა, თქვენი დაბადების დღეც იყო. 56 წლის ასაკში მიაღწიეთ ალბათ ისტორიულ მინიმუმს და ქვეყნის მასშტაბით ხმების 0,16% აიღეთ. ნუთუ, სწორედ ესაა მიზეზი, რომ ნაცვლად მიზეზებისა და შედეგების ადეკვატური გაანალიზებისა, სხვათა მსგავსად კვლავ ბიძინა ივანიშვილს მიადექით დანარჩენი ოპოზიციის მსგავსად და იგივე სახის კრიტიკა გაიზიარეთ, რასაც ამდენი წელი თავადვე პასუხობდით? ოპოზიციის მთავარი ხელწერა ამ წლების განმავლობაში ხომ უარგუმენტო და სინდისისგან თავისუფალი რიტორიკა იყო, ნუთუ იგივეს შეუერთდით? ოპოზიციის ტრაგიზმი ხომ სწორედ უარგუმენტო, ცრუ და უტიფარ თავდასხმებშია, რაც მართლაც რომ ტრაგიკულად დაგისრულდათ 31 ოქტომბერს."- ნათქვამია სამშაბათს ელისო ბოლქვაძის მიერ ძიძიგურის მისამართით “ფეისბუზე” გამოქვეყნებულ ღია წერილში. როგორც ძიძიგური ამბობს, საკუთარი აზრის გამოხატვა ვინმეს ღალატი არაა, მას კი სწორად ის მიაჩნია, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები ვალდებული ერთი ადამიანის წინაშე არ უნდა იყოს”, - აღნიშნავს გამოცემა.
“თუ საკუთარი აზრის გამოთქმა ვინმეს ღალატი ჰგონია, ამაში კატეგორიულად არ ვათანხმები, არავის ღალატი ჩვენი საქმე არაა, უბრალოდ ჩვენ ყოველთვის იმ პოზიციას ვაფიქსირებთ, რომელიც მიგვაჩნია, რომ არის მართალი, ეგ არის და ეგ. მე ერთი პოზიცია მიმაჩნია სწორად - რომ როდესაც ქვეყანაში ასეთი ვითარებაა, როცა პარლამენტი, მთავრობა, სასამართლო ერთი კაცის წინაშეა ვალდებული, ასეთ შემთხვევაში ასეთ ქვეყანას განვითარება არ უწერია და ესაა ძალიან ცუდი პროგნოზი, რომელიც ჩვენ შეგვიძლია დავინახოთ იმ ვითარებიდან გამომდინარე, რაც დღეს პოლიტიკური მმართველობის თვალსაზრისითაა შექმნილი. ამიტომ ვფიქრობ, რომ ვისაც ეს ამბები აწუხებს, ეს ადამიანები ამ თემების ირგვლივ რაღაცნაირად ჩამოვყალიბდეთ - თუ სად არის გამოსავალი, როგორ უნდა ვიპოვოთ სწორი გზა და რა არის ქვეყნის პოლიტიკური განვითარებისთვის აუცილებელი ნაბიჯები, რომელიც უნდა გადაიდგას. პოლიტიკურ ასპექტს ვგულისხმობ”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ზვიად ძიძიგური.
სიახლეები
- "ერთადერთ რამეს ვთხოვ პოლიტიკურ პარტიებს, ერთმანეთის ლანძღვა ცოტა გააჩერონ" - პრეზიდენტი
- "პრეზიდენტი დიდ ეროვნულ საქმეს ეწევა ევროპული მომავლის გადასარჩენად, მაგრამ ამ ბრძოლაში იმ ადამიანის ციხეში მივიწყება, რომელმაც ქვეყანას ევროპის კარი გაუხსნა, გაუმართლებლად მიმაჩნია"
- " აფხაზეთში არ ვიმყოფები, რამდენიმე დღით მოსკოვში მივფრინავ" - ასლან ბჟანია
- მართლმადიდებელი ეკლესია გიორგობას აღნიშნავს
- "დასავლეთის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებმა უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტს გლობალური სახე მისცა"