საქართველოში არცერთი თანამდებობა არ მინდა, სრულიად ოფიციალურად ვაცხადებ. არცერთი თანამდებობა არ მინდა, არანაირი პოლიტიკური როლი არ მინდა, ერთადერთი რამ მინდა, მინდა ვიყო თავისუფალო ქვეყნის თავისუფალი შვილი, - ამის შესახებ საქართველოს ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა.
,,არჩევნები გაყალბდა ამ ქვეყანაში, რაც სისხლის სამართლის დანაშაულია. არჩევნები ყალბდებოდა არჩევნებამდე, როცა მიდიოდა ამომრჩევლის მოსყიდვა", - ამის შესახებ ,,პატრიოტთა ალიანსის" ლიდერმა ირმა ინაშვილმა განაცხადა.
მიხეილ სააკაშვილის ერთადერთი მიზანია ქვეყნის არევა, – ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, რომ საზოგადოებას 8 ოქტომბერს დაგეგმილ აქციაზე მისვლა კორონავირუსის გამო არ უნდა შეეშინდეს.
აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ბიძინა ივანიშვილს საპარლამენტო არჩევნებში პარტია „ქართული ოცნების“ გამარჯვებას ულოცავს.
დღეს არის ისტორიული დღე, 30 წელიწადია, პოლიტიკური ოპოზიცია ამ ქვეყანაში ლაპარაკობს სხვადასხვა ინტენსივობით არჩევნების გაყალბებაზე, მაგრამ არასდროს ასეთი ერთსულოვნება არ ყოფილა იმასთან დაკავშირებით, რომ თუ არის სიყალბე, ამ სიყალბეში არ უნდა მიიღო მონაწილეობა, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიგი უგულავამ განაცხადა.
რა დაეხმარა მმართველ პარტიას - „ქართულ ოცნებას“ საპარლამენტო არჩევნებში ზედიზედ მესამედ გამარჯვებაში? გამართლებულია თუ არა ოპოზიციის პროტესტი? რადიოსადგური „დოიჩე ველე“ («Deutsche Welle») სამხრეთ კავკასიაში არსებული გერმანული ფონდების წარმომადგენლებს ესაუბრება პუბლიკაციაში „საქართველოს საპარლამენტო არჩევნების შედეგები გერმანელი პოლიტოლოგების თვალით“.
