პოლიტიკა დიალოგის გარეშე არ არსებობს, არც ერთი საკითხი არ წყდება დიალოგის გარეშე, – აცხადებს „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელი გიგი წერეთელი.
“დიდი ხანია ჩვენი პოლიტსპექტრი უცხოელი პარტნიორების აზრს უფრო მეტად ითვალისწინებს, ვიდრე საკუთარი ხალხისას.უნდა ვაღიაროთ, რომ ხელისუფლების შეცვლა, შევარდნაძის გუნდი იყო თუ სააკაშვილის, მხოლოდ გარე ჩარევით შევძელით, საარჩევნო სისტემა მანამდე ვერ შევცვალეთ, სანამ საქმეში დასავლეთი არ ჩაერია.
“ოპოზიციის მხრიდან განცხადებები, რომ ხელისუფლებამ გარკვეული თანამდებობები უნდა დათმოს, გაუგებარია. რეალურად ჯერ უნდა შევიდნენ პარლამენტში და შემდეგ პოლიტიკური კამათით გადაწყვიტონ ვინ რას დათმობს. ერთ-ერთი ძირითადი დავა ხომ ბიულეტენების ხელახალი გადათვლის საკითხი იყო?
“პომპეო ჩამოდის იმიტომ, რომ საქართველო და აშშ სტრატეგიული პარტნიორები არიან და ჩვენი თანამშრომლობა ორივე ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია. ჩვენ მოვლენებს ხშირად ქართული პრიზმიდან ვუყურებთ.
„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის გიგა ბოკერიას განცხადებით, სირცხვილის კორიდორების მოწყობასა და მასში მონაწილეობას არ აპირებენ.
„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, ოპოზიცია არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობას არ მიიღებს და ამ დღეს აქციას გამართავენ.
