რომის პაპმა ფრანცისკემ უკრაინაში კონფლიქტს გაუმართლებელი „უაზრო ხოცვა-ჟლეტა“ უწოდა და სთხოვა შეწყვიტონ „ეს ამაზრზენი ომი“.
უკრაინაში რუსეთის ფედერაციის შავი ზღვის ფლოტის მეთაურის მოადგილე, პირველი რანგის კაპიტანი ანდრეი პალი დაიღუპა.
საჰაერო კოსმოსურმა ძალებმა ჟიტომირის მახლობლად უკრაინის სპეცოპერაციის ძალების სასწავლო ცენტრზე, სადაც უცხოელი დაქირავებული ჯარისკაცები იმყოფებოდნენ, სარაკეტო შეტევა განახორციელეს.
უკრაინაში რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული აგრესიის შედეგად 115 ბავშვი დაიღუპა და 140-ზე მეტი დაშავდა.
რუსი კოსმონავტები საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ჩავიდნენ უკრაინის დროშის ფერებში გამოწყობილნი, რაც, როგორც ჩანს, უკრაინაში შეჭრის საწინააღმდეგო განაცხადია.
გაეროს გენერალური მდივნის ანტონიუ გუტიერეშის განცხადებით, რუსეთ-უკრაინის ომის გამო მსოფლიო მასობრივი შიმშილისა და საკვები პროდუქციის კრიზისის საფრთხის წინაშე დგას. ამის შესახებ მან „ტვიტერის“ გვერდზე განაცხადა.