თებერვალი 10 2025 წაკითხვა 131 ჯერ

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, მიაჩნია, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის ომის დასრულებასთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებში შეერთებული შტატები პროგრესს აღწევს, - Reuters-ის ინფორმაციით, დონალდ ტრამპმა ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

თებერვალი 09 2025 წაკითხვა 229 ჯერ

აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო, პერსინალის შემცირების გამო, იმ თავის თანამშრომლებს, რომლებიც საკუთარი ნებით დაწერენ განცხადებებს სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ, ფინანსურ კომპენსაციას გადაუხდის“, - ნათქვამია ბრიტანული სამაუწყებლო კომპანიის „ბიბისის“ (BBC) მიერ მომზადებულ ამერიკული პრესის მიმოხილვაში, სათაურით „შემცირებები ამერიკის მთავარ სადაზვერვო უწყებაში: ფული სამსახურიდან გათავისუფლების ნაცვლად“, რომელშიც პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის საკადრო პოლიტიკის შუქ-ჩრდილებია ნაჩვენები.

თებერვალი 09 2025 წაკითხვა 189 ჯერ

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს უკრაინის ომის შესახებ ტელეფონით ესაუბრა. ამის შესახებ ტრამპმა New York Post-თან ინტერვიუში განაცხადა.

თებერვალი 07 2025 წაკითხვა 154 ჯერ

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ მზადაა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებებისთვის, თუკი იქნება გაგება უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი აგრესიის დასრულების შესახებ.

თებერვალი 07 2025 წაკითხვა 149 ჯერ

დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია აპირებს, გლობალურად შეამციროს აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) სამუშაო ძალა 300-ზე ნაკლებ თანამშრომლამდე,- ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

თებერვალი 06 2025 წაკითხვა 171 ჯერ

ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც კრძალავს ტრანსგენდერი ქალებისა და გოგონების ქალთა სპორტში ასპარეზობას. ღონისძიება, სახელწოდებით „ქალთა სპორტში მამაკაცები არ არის აღმასრულებელი ორდერი“, არის მეოთხე აღმასრულებელი ბრძანება, რომელიც ტრამპმა ტრანსგენდერ ადამიანებთან დაკავშირებით მიიღო თანამდებობის ოფიციალურად მიღების შემდეგ.

გვერდი 24 სულ 327
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.