„ირანს რამდენიმე ძლიერი მოკავშირე ჰყავს - პაკისტანი, რუსეთი და ჩინეთი, რომლებსაც ამ ეტაპზე ჯერჯერობით პოზიცია მკვეთრად არ გამოუხატავთ. ამიტომ დღეისათვის ბევრი რამ გაურკვეველი რჩება“, - წერს ჯეკ სტრო, ირანის ექსპერტი და დიდი ბრიტანეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი (2001-2006 წლებში) გაზეთ „ინდეფენდენტში“ (The Independent) გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით: „ჩვენ ისეთი საფრთხის წინაშე ვართ, რომელიც მსოფლიოში კარიბის კრიზისის დროიდან არ ყოფილა“. პუბლიკაციაში გამოხატულია თვალსაზრისი, თუ რამდენად სერიოზული გამოცდა შეიძლება გახდეს ახლოაღმოსავლური კონფლიქტი მსოფლიოსთვის.
ირანის უზენაესმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ, სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა, რომ აშშ-ის თავდასხმა ირანზე ისრაელის მხარდასაჭერად „უდავოდ გამოუსწორებელ ზიანს გამოიწვევს“.
ირანი ისრაელს თავს ბალისტიკური რაკეტებით დაესხა.
რუსეთის შეიარაღებულ ძალებთან ბრძოლისას დაიღუპა 32 წლის უკრაინელი მსახიობი იური ფელიპენკო.
ისრაელის არმიამ დღეს, 18 ივნისს დილით განაცხადა, რომ ღამის განმავლობაში ირანში დაბომბეს იარაღის მწარმოებელი რამდენიმე ობიექტი და თეირანში მდებარე ცენტრიფუგების ქარხანა.