რუსეთმა უკრაინის სიდიდით მეორე ქალაქ ხარკოვზე უპილოტო თვითმფრინავებით ყველაზე დიდი იერიში მიიტანა. ბოლო მონაცემებით დაიღუპა სამი ადამიანი და დაშავდა - 21. დაშავებუთა შორის არიან თვენახევრის ბავშვი და 14 წლის გოგო.
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კომპანია Tesla-ს აღმასრულებელ დირექტორთან გამწვავებული კონფლიქტის ფონზე, მისი „გიჟური“ საქციელი ილონ მასკის მიერ ნარკოტიკების სავარაუდო მოხმარებას დაუკავშირა, – ამის შესახებ New York Times-ი ორ ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით იუწყება
,,რუსეთმა ამაზე პასუხი უნდა აგოს, ამ ომის პირველივე წუთიდან ისინი ქალაქებსა და სოფლებს ურტყამენ სიცოცხლის გასანადგურებლად”, – ასე ეხმაურება უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დღეს განხორციელებულ თავდასხმას.
როდესაც დავინახავ მომენტს, რომ შეთანხმებას ვერ ვაღწევთ, ძალიან მკაცრები ვიქნებით, ეს შეიძლება ორივე ქვეყანა იყოს, ორია საჭირო ტანგოსთვის. შესაბამისი განცხადება აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში გერმანიის კანცლერ, ფრიდრიხ მერცთან ერთად მედიასთან საუბრის დროს განაცხადა.
ილონ მასკი უბრალოდ ჭკუიდან შეიშალა. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი პლატფორმა Truth Social-ზე წერს.
ჩემს გარეშე დონალდ ტრამპი არჩევნებს წააგებდა, როგორი უმადურობაა, – ამის შესახებ ე.წ. სამთავრობო ეფექტურობის დეპარტამენტის ყოფილმა ხელმძღვანელმა, მილიარდერმა ილონ მასკმა სოციალურ ქსელში დაწერა.