რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, დიმიტრი მედვედევის განცხადებით, აშშ-ის დარტყმების შედეგად ირანის კრიტიკული ინფრასტრუქტურა სერიოზულად არ დაზიანებულა და ქვეყანა ბირთვულ პროგრამას გააგრძელებს.
აშშ-მა, ბირთვულ ობიექტებზე დარტყმით, ირანის წინააღმდეგ სახიფათო ომი დაიწყო, - მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა.
ისრაელის ლიდერები ირანის ბირთვულ ობიექტებზე აშშ-ის მიერ განხორციელებული დარტყმების გამო აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს მადლობას უხდიან და თავდასხმას გადამწყვეტ და ისტორიულ მომენტად აფასებენ.
ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს განცხადებით, სამ ირანულ ბირთვულ ობიექტზე, რომლებიც აშშ-ის დარტყმების სამიზნე იყო, რადიაციის დონის მატება არ დაფიქსირებულა.
ირანის ჩრდილოეთ ნაწილში 5,5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.