ავსტრიის ქალაქ გრაცის ერთ-ერთ სკოლაში სროლა იყო. შინაგან საქმეთა სამინისტრო რამდენიმე მოკლულის შესახებ იუწყება.
ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალურმა მთავრობამ ლოს-ანჯელესში 700-მდე საზღვაო ქვეითის და კიდევ 2000 გვარდიელის გაგზავნა გადაწყვიტა. ეროვნული გვარდიის კონტინგენტი 4000-მდე გაიზარდა.
შესანიშნავი გადაწყვეტილება მივიღეთ, როდესაც კალიფორნიაში ძალადობრივი, პროვოცირებული არეულობების მოსაგვარებლად ეროვნული გვარდია გავგზავნეთ, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.
რუსეთის ჯარებმა უკრაინის დედაქალაქ კიევზე უპილოტო საფრენი აპარატებით მორიგი იერიში მიიტანეს. შეტევა 8 ივნისს, გვიან ღამით დაიწყო და 9 ივნისის დილამდე გაგრძელდა.
საიმიგრაციო სამსახურის ფედერალურ აგენტებსა და დემონსტრანტებს შორის კალიფორნიაში შეტაკებები მიმდინარეობს.
“შეერთებული შტატების პრეზიდენტს, რუსეთზე ზეწოლის ყველა საჭირო ინსტრუმენტი აქვს: სანქციები, ეკონომიკური ბლოკადები, სამხედრო დახმარების პაკეტები უკრაინისთვის და ევროპელი ლიდერების ერთიანობა მიზნის გარშემო”, – ამის შესახებ, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში ისაუბრა.