უკრაინის დაზვერვამ გაარკვია, რომ რუსეთი ნატოს ქვეყნების ტერიტორიაზე ახალი სამხედრო ოპერაციების ჩატარებას გეგმავს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჰააგაში თავდაცვის ინდუსტრიის ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ ისრაელმა ისტორიულ გამარჯვებას მიაღწია.
„ყალბი ახალი ამბები CNN-ი და წარუმატებელი New York Times-ი გაერთიანდნენ, ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სამხედრო დარტყმის წინააღმდეგ”, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი აცხადებს.
ირანში, ისრაელის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ბრალდებული სამი მამაკაცი სიკვდილით დასაჯეს.
ისრაელმა დაადასტურა, რომ დასთანხმდა აშშ-ის წინადადებას ირანთან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ.
რუსეთის ჯარებმა უკრაინის დედაქალაქ კიევზე და კიევის ოლქზე უპილოტო საფრენი აპარატებით მორიგი მასირებული შეტევა მიიტანეს. არის მსხვერპლი.