ივნისი 24 2025 წაკითხვა 385 ჯერ

პარლამენტის მიმდებარედ, საპროტესტო აქციაზე პოეტი ზვიად რატიანი დააკავეს.

ივნისი 23 2025 წაკითხვა 204 ჯერ

ოპოზიციონერ პოლიტიკოსს, „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერს, მამუკა ხაზარაძეს 8-თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს „ქართული ოცნების“ მიერ სადავო პარლამენტში შექმნილ დროებით საგამოძიებო კომისიაში გამოუცხადებლობის გამო. 

ივნისი 23 2025 წაკითხვა 272 ჯერ

ოპოზიციონერ პოლიტიკოსს, ზურა ჯაფარიძეს მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ 7-თვიანი პატიმრობა მიუსაჯა „ქართული ოცნების“ მიერ სადავო პარლამენტში შექმნილ დროებით საგამოძიებო კომისიაში გამოუცხადებლობის გამო. სისხლის სამართლის საქმეზე განაჩენი თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს, 23 ივნისს გამოცხადდა. 

ივნისი 20 2025 წაკითხვა 161 ჯერ

ჟურნალისტი და ტელეკომპანია „ფორმულის“ მთავარი საინფორმაციო გამოშვების წამყვანი ვახო სანაია 4000 ლარით დააჯარიმეს სოციალურ ქსელ ფეისბუკში დაწერილი პოსტის გამო. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე კობა ჩაგუნავამ გამოაცხადა.

ივნისი 20 2025 წაკითხვა 354 ჯერ

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლოში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს საჯარო მოსამსახურეზე განხორციელებული თავდასხმის ბრალდებით დააკავეს აქტივისტი ნინო დათაშვილი.

ივნისი 20 2025 წაკითხვა 565 ჯერ

პროკურატურამ სასამართლოს უპატივცემულობის ფაქტზე ოპოზიციონერი პოლიტიკოსს, ნიკა მელიას კიდევ ერთი სისხლის სამართლის ბრალდება წარუდგინა, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთ ლიდერს, ედავებიან მოსამართლე ირაკლი შვანგირაძის შეურაცხყოფას, რაც გამოიხატა მისთვის წყლის შესხმით.

გვერდი 18 სულ 105
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.