„ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელმა ხაზი გაუსვა იმას, რომ კურსკის სადგურში არის ზუსტად იგივე ტიპის რეაქტორები (4 იყო, ახლა 2 გამოსულია ექსპლუატაციიდან), როგორიც იყო ჩერნობილში.
დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, საპატრიარქოში მღვდელმთავრების შეხვედრის დასრულების შემდგომ ისაუბრებს მედიასთან დეტალებზე, რომელიც მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების საკითხზე ხელისუფლების შეთავაზებას ეხება.
აქუბარდია პარტიის თავმჯდომარემ, გიორგი გახარიამ წარადგინა.
საკონსტიტუციო სასამართლო დღეს, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის შეჩერებასა და გაუქმებასთან დაკავშირებული სარჩელის განხილვას იწყებს.
„ჩვენი ამოცანა და მიზანია, რომ თითოეულ ადამიანთან და სოფლამდე მივიდეთ, საზოგადოებას ავუხსნათ იმ გამოწვევების შესახებ, რომელიც ქვეყანას ელოდება.
“მმართველი პარტია წინასაარჩევნო კამპანიის მდგომარეობაშია. მთელი საარჩევნო კამპანია აგებულია იმაზე, რომ პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვონ, მაგრამ მან უნდა დაასაბუთოს თუ რისთვის სჭირდება საკონსტიტუციო უმრავლესობა. “ქართულმა ოცნებამ“ კონსტიტუცია 2016-2017 წლებში თავად შეცვალა - ამიტომ უნდა თქვან, თუ რა არის ისეთი, რაც მაშინ ვერ გააკეთეს, მაგრამ ახლა უნდა გააკეთონ.
ანტიკორუფციული ბიურო, რომლის თავმჯდომარეც პრემიერ-მინისტრმა დანიშნა, ოპოზიციურ პარტიებს ფინანსების გაუმჭვირვალობაში ადანაშაულებს და გამოთქვამს ეჭვს, რომ ისინი დაფინანსებას კანონდარღვევით იღებენ. კონკრეტული პარტიების შესახებ პრესკონფერენციაზე ისაუბრა ბიუროს თავმჯდომარე რაჟდენ კუპრაშვილმა.
„სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული სამმართველოს უფლებამოსილმა პირებმა, სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, ბათუმში, აგრარული ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე, შპს „ნთკ 2016-დან” (მისამართი: ბათუმი, მაიაკოვსკის ქ. #4) ხმელი სუნელის (დამზადების თარიღი: 18.07.2024 წელი) ნიმუშები აიღეს და გამოსაკვლევად სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში გადააგზავნეს.
ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები გამოქვეყნდა. როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა ნინო წერეთელმა ბრიფინგზე განაცხადა, წელს, უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გაგრძელების უფლება მოიპოვა 32 000-ზე მეტმა აბიტურიენტმა.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად ჩადენილი დიდი ოდენობით თანხის გამოძალვაში დახმარების, ასევე სხვისი ნივთის დაზიანების ფაქტებზე სამი პირი დააკავეს.
