ოქტომბერი 22 2025

საქართველოს პროკურატურა აცხადებს, რომ დააკავეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსთან, გრიგოლ ლილუაშვილთან დაკავშირებული კობა ხუნდაძე. პროკურორ ჯარჯი წიკლაურის თქმით, მისი სახლიდან ამოიღეს 94 კონვერტად დახარისხებული $1 319 300.


ოქტომბერი 22 2025
საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის დელეგაცია, რომელსაც ხელმძღვანელობს ბოდბელი მთავარეპისკოპოსი იაკობი, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სრულუფლებიანი წარმომადგენელი სანგუში, ოფიციალური ვიზიტით იმყოფება ამერიკის შეერთებულ შტატებში.

ოქტომბერი 22 2025

კინორეჟისორი გიორგი ხაინდრავა სოციალურ ქსელში მზია ამაღლობელისთვის სახაროვის პრემიის მინიჭებას ეხმიანება.


ოქტომბერი 22 2025

სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა ბელგრადში, პარლამენტის შენობის მახლობლად მომხდარი სროლა ტერორისტულ აქტად შეაფასა.


ოქტომბერი 22 2025

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7105 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7110 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.0005 ლარი შეადგინა.


ოქტომბერი 22 2025

კიდევ ერთი ღამე, რომელიც ადასტურებს, რომ რუსეთი საკმარის ზეწოლას ვერ გრძნობს ომის გაჭიანურებისთვის - ამ დროისთვის ცნობილია 17 ადამიანის დაშავების შესახებ. სამწუხაროდ, 6 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 2 ბავშვი, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წუხელ განხოციელებული თავდასხმის შესახებ განაცხადა.


ოქტომბერი 22 2025

პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტები - „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი და ბელარუსი ჟურნალისტი ანდჟეი პოჩობუტი 2025 წლის სახაროვის პრემიის გამარჯვებულები გახდნენ.


ოქტომბერი 22 2025

გაგრიდან დევნილი, 71 წლის აზა ჩილაჩავა, რომელსაც შსს სახის დაფარვას ედავებოდა, მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო.


ოქტომბერი 22 2025

რუსეთის არმიამ ხარკოვს „შაჰედის“ დრონებით შეუტია,- ამის შესახებ რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ოლეგ სინეგუბოვმა განაცხადა.


ოქტომბერი 22 2025

“პეტერ ფიშერის ჩარევა შიდა პროცესებში ყველანაირი დიპლომატიური სტანდარტის დარღვევა იყო”, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა განაცხადა.


გვერდი 36 სულ 961
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.