„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე, მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ ლიეტუვაში, დიდი ბრიტანეთი ქართველ აქტივისტებს ოქტომბრის არჩევნებისთვის ამზადებს, კომენტარს აკეთებს და აცხადებს, რომ მიზანი საქართველოში არეულობის მოწყობა და ხელისუფლების ცვლილებაა.
თბილისის მერი, კახა კალაძე აცხადებს, რომ დღეს საქართველოს, ისე, როგორც არასდროს, გრძელვადიანი მშვიდობა სჭირდება, რადგან მის გარეშე ქვეყნის ეკონომიკური განვითარება შეუძლებელია.
დღეს, საქართველოს ეროვნულ გმირს, გიორგი ანწუხელიძეს 41 წელი შეუსრულდებოდა.
ყველა ხვდება, რომ ეს არის ძალიან დიდი წარმატება, წარმატება, რომელიც ეკუთვნის არა მხოლოდ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას, არამედ, მთლიანად საქართველოს და ქართველ ხალხს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ, ევროკომისიის მიერ „კარგი მთავრობის 2025 წლის ანგარიშის“ ფარგლებში გამოქვეყნებულ ინდექსებზე საუბრისას განაცხადა.
ყველგან, სადაც საქართველოს პროგრესის შეფასება რეალურ მონაცემებსა და ანალიზზე დაყრდნობით ხდება, ჩვენი ქვეყანა ერთ-ერთი მოწინავეა არა მხოლოდ ევროკავშირის წევრობის კანდიდატ ქვეყნებს შორის, არამედ წინ უსწრებს ევროკავშირისა და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრ არაერთ ქვეყანას, – ამის შესახებ, ,,ქართული ოცნების” ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომელმაც დღეს გამართულ ბრიფინგზე, ევროკომისიის დაკვეთით მომზადებულ „კარგი მთავრობის 2025 წლის ანგარიშში“ დაფიქსირებულ მონაცემებზე და ამ მონაცემების მიხედვით საქართველოს წარმატებაზე ისაუბრა.
„ეს არის ქართველი ხალხის დასჯის მცდელობა“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ, ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციის შესაძლო გაუქმებისა და საქართველოს ხელისუფლებისთვის ევროკავშირის მიერ დაყენებული პირობების შესრულების ვადის 31 აგვისტოს ამოწურვის თაობაზე განაცხადა.
,,ჩვენც სწორედ ასე, საქართველოს და ქართველი ხალხის ინტერესით ვიმოქმედებთ მომავალში”,- ამის შესახებ „ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
,,ყველას თანაბრად გვსურს ამ ომის სწრაფად და საიმედოდ დასრულება. მშვიდობა კი უნდა იყოს ხანგრძლივი. არა ისე, როგორც წლების წინ იყო, როდესაც უკრაინა იძულებული გახდა დაეთმო ყირიმი და ჩვენი აღმოსავლეთის ნაწილი - დონბასის ნაწილი - და პუტინმა ეს უბრალოდ ახალი შეტევისთვის პლაცდარმად გამოიყენა. ან როდესაც 1994 წელს უკრაინას სავარაუდოდ „უსაფრთხოების გარანტიები“ მიეცა, მაგრამ ეს არ გამოვიდა. რა თქმა უნდა, მაშინ ყირიმის დათმობა არ ღირდა, ისევე როგორც 2022 წლის შემდეგ უკრაინელებმა არ დათმეს კიევი, ოდესა, ხარკოვი. უკრაინელები იბრძვიან თავიანთი მიწისთვის, დამოუკიდებლობისთვის. ახლა ჩვენი ჯარისკაცები წარმატებებს აღწევენ დონეცკისა და სუმის რეგიონებში. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ დავიცავთ უკრაინას, ეფექტურად უზრუნველვყოფთ მის უსაფრთხოებას და ჩვენი ხალხი ყოველთვის მადლიერი იქნება პრეზიდენტ ტრამპის, ყველა პარტნიორის მხარდაჭერისა და ფასდაუდებელი დახმარებისთვის. რუსეთმა უნდა დაასრულოს ეს ომი, რომელიც თავად დაიწყო. და იმედი მაქვს, რომ ჩვენი ერთობლივი ძალა ამერიკასთან, ჩვენს ევროპელ მეგობრებთან ერთად რუსეთს აიძულებს ნამდვილი მშვიდობის დამყარებას" -წერს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ვაშინგტონში ჩასვლის შემდეგ.
ურსულა ფონ დერ ლაიენი მიესალმება ტრამპის „მე-5 მუხლის მსგავს“ უსაფრთხოების გარანტიებს და ამბობს, რომ უკრაინა უნდა გახდეს „ფოლადის ზღარბი, რომელიც პოტენციური დამპყრობლებისთვის უგემური და ძნელად მოსანელებელია“.
რუსების მიერ უკრაინის ქალაქ ხარკოვში მომხდარ შეტევას, სულ მცირე, ხუთი ადამიანი ემსხვერპლა. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, დაღუპულებს შორის ორი ბავშვია.
