August 13, 2025

მარტი 17 2022

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, კორონავირუსის ახალ შტამთან დაკავშირებით ჯერ მხოლოდ ჰიპოთეზის დონეზეა საუბარი.


მარტი 17 2022

შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ყველაფერს აკეთებს, რათა მიმდინარე მოვლენების პარალელურად, ქვეყანაში უზრუნველყოფილი იყოს მართლწესრიგი და უსაფრთხოება.


მარტი 17 2022

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი პროდასავლური განწყობის მქონე რუსებს „ეროვნულ მოღალატეებს“ უწოდებს. ამის შესახებ პუტინმა სატელევიზიო მიმართვის დროს განაცხადა.


მარტი 17 2022

უკანასკნელი დღე-ღამის განმავლობაში უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო თავდაცვის სისტემამ მტრის 10 სამიზნე გაანადგურა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.


მარტი 17 2022

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 21 620 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 888 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 2 831 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 4.11%.


მარტი 16 2022

ომის დასასრულებლად დიპლომატიური ძალისხმევა უნდა დაჩქარდეს, ჩვენ ვაგრძელებთ მცდელობებს ცეცხლის შეწყვეტის მისაღწევად, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, პოლონეთის პრეზიდენტთან, ანჯეი დუდასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.


მარტი 16 2022

საქართველოსთვის ჩვენი გზავნილია, რომ გავაძლიეროთ მხარდაჭერა, საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მხარს ვუჭერთ არა მხოლოდ სიტყვით, არამედ საქმითაც, – განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა თავდაცვის მინისტრების საგანგებო შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.


მარტი 16 2022

უკრაინაში სამხედრო ოპერაცია წინასწარ დამტკიცებული გეგმის მკაცრი დაცვით მიმდინარეობს, თუმცა კიევთან რუსული ჯარების გამოჩენა უკრაინის ოკუპაციის განზრახვას არ უკავშირდება, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა, ქვეყნის მთავრობის წევრებთან შეხვედრისას განაცხადა.


მარტი 16 2022

როგორც ჩემი ქვეყნის ლიდერი, მივმართავ პრეზიდენტ ბაიდენს, მინდა, რომ თქვენ იყოთ მსოფლიოს ლიდერი, ეს კი იმას ნიშნავს, რომ თქვენ უნდა იყოთ მშვიდობის ლიდერი, – ამ სიტყვებით მიმართა კონგრესში სიტყვით გამოსვლისას უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს.


მარტი 16 2022

მინდა, მოვუწოდო ჩვენს მრევლს, როგორც საქართველოში, ისე უცხოეთში მყოფთ, მშვიდობისათვის ერთობლივი ლოცვისთვის, – ამის შესახებ აღნიშნულია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის მიმართვაში.

ტეგები:

გვერდი 599 სულ 1333
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.