ინებოს უფალმა, რომ ჩვენ კრძალულებით ვისმინოთ ღვთის სიტყვა და შევასრულოთ იგი, დავემორჩილოთ სიტყვებს, რომელიც მამაზეციერმა წარმოთქვა თავის მხოლოდშობილ ძეზე - ეს არის ძე ჩემი საყვარელი, რომელიც სათნოა ჩემთვის, მაგისი ისმინეთ. მოგვცეს უფალმა მადლი და ძალა, რომ მაგისი ვისმინოთ,- ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიო მუჯირმა სამების საკათედრო ტაძარში ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით საზეიმო ღვთისმსახურების შემდეგ ქადაგებისას განაცხადა.
ლავროვის ქება და მეგობარი სახელმწიფოების შენიშვნები ნიშნავს, რომ არასწორი გზით მიდიხარ და მტრის სამსახურში ხარ. ეს განცხადება არის პირდაპირი დადასტურება იმ ღალატის ქრონიკის, რომელზეც დიდი ხანია, ვსაუბრობთ, – ამის შესახებ ს„სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.
ევროპარლამენტმა დაამტკიცა საგარეო და უსაფრთხოების ერთიანი პოლიტიკის იმპლემენტაციის ყოველწლიური ანგარიში. 37-გვერდიან დოკუმენტში საქართველო არაერთხელ არის ნახსენები.
საქართველო მიზნად ისახავს განახლებადი ენერგოგენერაციისა და ტრანზიტის ჰაბად იქცეს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ "ტვიტერში" წერს.
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს, ნათლისღების დღესასწაულს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში წირვა - ლოცვა ჩატარდება.
ვხედავთ, რომ საქართველო, მსოფლიოს სხვა ქვეყნების მსგავსად, დასავლეთის მხრიდან ზეწოლას განიცდის, რომელიც ღიად და ურცხვად მოითხოვს რუსეთის წინააღმდეგ სანქციებთან მიერთებას. ამ პატარა ქვეყანას და მის მთავრობას აქვს გამბედაობა თქვას, რომ ისინი საკუთარი ინტერესებით, ეკონომიკური ინტერესებით, იხელმძღვანელებენ, ეს შექებას იმსახურებს, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე, „ალტ-ინფოს“ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა.
კიევის ოლქის ქალაქ ბროვარში მომხდარ ავიაკატასტროფას უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი „საშინელ ტრაგედიას“ უწოდებს და დაღუპულთა ოჯახებს უსამძიმრებს.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უკრაინის ქალაქ ბროვარში მომხდარი ავიაკატასტროფის გამო მწუხარებას გამოთქვამს.
პირველი ივნისიდან პურის მწარმოებლებისთვის ახალი რეგულაციები ამოქმედდება. საუბარია „ჰასპის“ სტანდარტის დანერგვაზე.
უკრაინის ქალაქ ბროვარში ვერტმფრენის კატასტროფის შედეგად დაღუპულთა შორის უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი დენის მონასტირსკი, მისი პირველი მოადგილე ევგენი ენინი და სამინისტროს სახელმწიფო მდივანი იური ლუბკოვიჩიც არიან, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
