ეს არის წარმატების ერთადერთი ფორმულა, რითაც ოპოზიციამ უნდა იხელმძღვანელოს - წერს ექსპერტი გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში და ოპოზიციას მოუწოდებს მოსახლეობის ნდობა დაიბრუნონ.
სახელმწიფოს მხარდაჭერით მოხალისეების გაგზავნის მოთხოვნა, სტატუსზე დაჩქარებული განაცხადი, ევროპარლამენტის უსამართლო რეზოლუცია, დაუსაბუთებელი უარი სტატუსზე, სანქციების გვერდის ავლაზე უსაფუძვლო ბრალდებები...ამ და სხვა უამრავი პროვოკაციის შემდეგაც, ჩვენს ქვეყანაში რომ მშვიდობაა, სწორედ ამის გამო უნდათ ჩვენი დასჯა!- ამის შესახებ ორგანიზაცია ,,აი იას” თანადამფუძნებელი ვატო შაქარიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
უკრაინამ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა, რომ ურთიერთობები დაიძაბოს საქართველოსა და უკრაინას შორის, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ უკრაინის მიერ საქართველოს ოთხი მოქალაქისთვის დაწესებული სანქციების საკითხზე კომენტირებისას აღნიშნა.
ძალიან სამწუხაროა, რბილად რომ ვთქვა, ის ქვეყანა, რომელიც ამბობს რომ მეგობარ სახელმწიფოდ რჩება, ასეთ მტრულ გადაწყვეტილებებს იღებს და ალბათ ეს უნდა აღვიქვათ, როგორც მორიგი მცდელობა, საქართველო ჩააბან საომარ მოქმედებებში, – ამის შესახებ საქართველოს კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა.
ბორის ჯონსონი კარიბის ზღვის კუნძულებიდან ბრუნდება, რომ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრობისთვის იბრძოლოს, – ამის შესახებ ინფორმაციას „ტელეგრაფი“ ავრცელებს.
უკრაინამ საქართველოს ოთხ მოქალაქეს, ალექსანდრე ივანიშვილს, უჩა და ტატე მამაცაშვილებს, აგრეთვე ქეთევან ხარაიძეს სანქციები დაუწესა. შესაბამის განკარგულებას ხელი უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოაწერა.
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ლიზ ტრასმა 44-დღიანი მმართველობის შემდეგ, თანამდებობა დატოვა. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეებმა დიდ ბრიტანეთში გამართულ სამხედრო სწავლებაში Cambrian Patrol 2022 წარმატებით იასპარეზეს.
„ნიუ იორკ თაიმსის“ ინფორმაციით, რუსეთმა სირიიდან საზენიტო-სარაკეტო კომპლექს C-300-ები და სამხედროების ნაწილი გამოიყვანა. მედიის ცნობით, საუბარია 1 600-მდე სამხედროზე.
