თებერვალი 03 2021

ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თამჯდომარე ირაკლი შენგელია სამედიცინო და ჰოსპიტალური სერვისების წარმომადგენლებს შეხვდა და ფილტვის კიბოს სკრინინგის საპილოტე პროგრამა წარუდგინა.


თებერვალი 02 2021

სომხეთის ხელისუფლებამ აზერბაიჯანის წინააღმდეგ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სარჩელი შეიტანა.


თებერვალი 02 2021

სადეპუტატო მანდატების შეწყვეტის მსურველი 51-ვე ოპოზიციონერი დეპუტატი პარლამენტის წევრად რჩება - “ქართული ოცნების“ უმრავლესობამ მათ უფლებამოსილება არ შეუწყვიტა. თითოეული დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტას ცალ-ცალკე ეყარა კენჭი და არც ერთზე დადებითი გადაწყვეტილება არ იქნა მიღებული. “ქართული ოცნების” არც ერთ წევრს ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის მანდატის შეწყვეტაზე ხმა არ მიუცია.


თებერვალი 02 2021

ცუდო გოგო, ვამაყობ შენით!- რუსული მედიის ინფორმაციით, ამ სიტყვებით რუსმა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა ალექსეი ნავალნიმ მეუღლეს, იულია ნავალნაიას სასამართლოს სხდომის დაწყებამდე მიმართა.


თებერვალი 02 2021

ნიკა გვარამიას ტელეფონის ნომერს ჩაგაწერინებთ, დაურეკეთ და რასაც გიკარნახებთ, იმაზე ისაუბრეთ, არჩევნები თუ გაყალბდა, აქ რას აკეთებთ, – ასე მიმართა განათლების კომიტეტის თავმჯდომარე თეა წულუკიანმა ოპოზიციონერ დეპუტატ ალეკო ელისაშვილს, რომელმაც პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე კიდევ ერთხელ გამოაცხადა საკუთარი ტელეფონის ნომერი.


თებერვალი 02 2021

თურქეთის ინგლისურენოვან გაზეთ „ჰურიეთ დეილი ნიუს“-ში («Hürriyet Daily News») გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „რატომ არის რთული კავკასიური სამშვიდობო პლატფორმის შექმნა“, რომელშიც განხილულია თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ ერდოღანის მიერ ინიცირებული კავკასიური „ექვსეულის“ ჩამოყალიბებასთან დაკავშირებული ზოგიერთი საკითხი, კერძოდ - თბილისისა და ერევნის დამოკიდებულება ანკარის ინიციატივის მიმართ (ავტორი - სერკან დემირტაში).


თებერვალი 02 2021

ბრიტანული გაზეთის „თაიმს“-ის («The Times») სტატიაში სათაურით „აშშ შავ ზღვაში სამხედრო გემებს გზავნის და უკრაინის გამო რუსეთს აფრთხილებს“ ყურადღება გამახვილებულია ვაშინგტონის და ნატოს მოქმედებაზე შავ ზღვაში გავლენის გაფართოების მიზნით, რაც რუსეთის შევიწროვებისკენაა მიმართული (ავტორი - ჰანა სმიტი).


თებერვალი 02 2021

გვაქვს ინფორმაცია, რომ კიდევ 20-მდე ოპოზიციონერ დეპუტატს სურს პარლამენტში შემოსვლა, თუმცა, შანტაჟისა და ბულინგის გამო, ვერ ახერხებენ ამ ნაბიჯის გადადგმას, – განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე, რომელზეც აღნიშნა, რომ საპარლამენტო უმრავლესობა ოპოზიციის წარმომადგენლებისთვის მანდატების გაუქმებისგან თავს იკავებს.



თებერვალი 02 2021
ექსპერტი ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში დავით გარეჯის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება:

გვერდი 943 სულ 1374
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.