April 12, 2025

ნოემბერი 11 2020

სააკაშვილისა და გუბაზისეული სცენარით მაიკ პომპეოს დახვედრა, საქართველოსთვის კიდევ ერთი დარტყმის მიყენების მცდელობა იქნება, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის განცხადებას, რომლის თანახმად, პომპეოს საქართველოში ჩამოსვლის დღეს „ხალხის მასობრივი მობილიზაცია უნდა იყოს“.

ტეგები:

ნოემბერი 11 2020

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, როგორც მსოფლიოში, ისე საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება.


ნოემბერი 11 2020

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, საქართველოში ლოკდაუნის არგამოცხადების პირობებში კორონავირუსის შემთხვევების ზრდის შეჩერების გზა არის მთელი საზოგადოებრივი აზრის მობილიზაცია, რომ ყველამ მკაცრად შეასრულოს გაწერილი რეგულაციები.


ნოემბერი 11 2020

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის საქართველოში დაგეგმილ ვიზიტს ეხმაურება.


ნოემბერი 11 2020

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 12 ნოემბრისთვის ერთი ამერიკული დოლარი 3.2863 ლარი ეღირება, ევრო – 3.8742 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 4.3570 ლარი.


ნოემბერი 11 2020

თურქეთმა და რუსეთმა ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს მთიან ყარაბაღში რუსეთ-თურქეთის ცენტრის შექმნის შესახებ, რომელიც ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის განხორციელების პროცესს გააკონტროლებს, - თურქული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.


ნოემბერი 11 2020

"დარწმუნებული ვარ, რომ მაიკ პომპეოს შეკითხვები ექნება ანაკლიის პორტთან დაკავშირებით," - ამის სესახებ პარტიის "ლელო საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრმა ფიქრია ჩიხრაძემ განაცხადა.


ნოემბერი 11 2020

რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე აცხადებს, რომ აზერბაიჯანისა და სომხეთის თხოვნის საფუძველზე, საქართველოს საჰაერო სივრცე განსაზღვრული პერიოდით იქნება გამოყენებული რუსული კონტინგენტის მთიან ყარაბაღში გადასაყვანად.


ნოემბერი 11 2020

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ასეულობით ბიზნეს კომპანიის ინტერესებისა და თხოვნის გათვალისწინებით, მიიჩნევს, რომ ბიზნესის მხარდასაჭერად განხორციელებული ის საგადასახადო შეღავათები, რომლებიც საქართველოს მთავრობამ მიმდინარე წლის გაზაფხულზე პანდემიის შედეგების შესამსუბუქებლად შემოიღო, გარკვეული პერიოდით დამატებით უნდა გაგრძელდეს, – ამის შესახებ ბიზნეს ასოციაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.


ნოემბერი 11 2020

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივან მაიკლ პომპეოს ვიზიტს, რომელიც 17-18 ნოემბერს შედგება, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე გამოეხმაურა.


გვერდი 971 სულ 1323
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.