“24 დეკემბრიდან საზოგადოებრივ ტრანსპოტზე დაანონსებული შეზღუდვა არ მოიხსნება. ეს ეხება როგორც მუნიციპალურ, ისე საქალაქთაშორისო ტრანსპორტს. გადაწყვეტილება მთავრობამ გუშინ გამოაცხადა და მას საზოგადოებაში უკმაყოფილება უკვე მოჰყვა - მოსახლეობის დიდი ნაწილი სადღესასწაულო დღეებში სწორედ ტრანსპორტის აღდგენის მოლოდინში იყო.
“28 ნოემბრიდან შემოღებულ შეზღუდვებს, გარკვეული ეფექტი მოჰყვა, რაზეც თუნდაც სტატისტიკა მეტყველებს, თუმცა, როგორც ჩანს, ეს საკმარისი არაა შობა-ახალი წლისათვის ამ შეზღუდვების სრულად გასაუქმებლად.
თურქეთის ხელისუფლებამ აღიარა აფსოურ-აფხაზური პლასტიკური ბარათები საკუთარი სახელმწიფო ბანკების მეშვეობით და გაუშვა ის მსოფლიო საანგარიშო ქსელში, მეზობელი სახელმწიფოსგან ეს არის მტრული და არამეგობრული ნაბიჯი, – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა განაცხადა.
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა, ზვიად შალამბერიძემ, საკონსულტაციო საბჭოს სხდომა ვიდეოკონფერენციის საშუალებით გამართა.
"პატრიოტთა ალიანსის" სიის მეოთხე ნომერი ავთანდილ ენუქიძე პარლამენტში შედის.
ვიდრე არ მოიტანენ მტკიცებულებას, რომ ქვეყანაში რაიმე გაყალბდა, ვერც რიგგარეშე არჩევნებს ეღირსებიან და ნებისმიერი სახის საბოტაჟზე პასუხიც ექნებათ კანონის ფარგლებში, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
ნებისმიერი რეფორმა, რომელიც ჩვენ უნდა გავატაროთ სახელმწიფოში, უახლოესი 4 წლის განმავლობაში, შეუძლებელია მმართველობითი სისტემის და რა თქმა უნდა, საჯარო მოხელის პირდაპირი ჩართულობის გარეშე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში, ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრებთან შეხვედრისას განაცხადა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 345 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 1 017 შემთხვევა, აჭარა-139, იმერეთი-429, ქვემო ქართლი-157, შიდა ქართლი-192, გურია-16, სამეგრელო და ზემო სვანეთი-146, კახეთი-158, მცხეთა-მთიანეთი-43, სამცხე-ჯავახეთი-34, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი-14.
საქართველოში კორონავირუსით 51 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 2 233-ს შეადგენს.
„სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 51 ახალი შემთხვევა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 2 233 პირი ემსხვერპლა“, – განაცხადა ბერდია სიჭინავამ.
