September 18, 2025

ნოემბერი 17 2020

შესაძლოა, ხვალიდან კლინიკაში გადავიდე, გააჩნია, როგორ წავა ინფექცია, იქნება ისე, როგორც გუშინ და დღეს იყო, თუ დამძიმდება. ტემპერატურის მომატება მაქვს -37,8, ხველა მაქვს ძალიან შემაწუხებელი, ყელის ტკივილი და საერთო სისუსტე, - აცხადებს თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე. 


ნოემბერი 17 2020

“ყარაბაღში განვითარებულმა მოვლენებმა რადიკალურად დაარღვია რეგიონში ძალთა ბალანსი. აშკარაა, რომ რუსეთმა ტაქტიკურ გამარჯვებას მიაღწია.


ნოემბერი 17 2020

საქართველოში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს ვიზიტი ჩვენი ქვეყნების თანამშრომლობისა და პარტნიორობის ძალიან მნიშვნელოვანი და ნათელი გზავნილია, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს საქართველოში ვიზიტის  შეფასებისას განაცხადა.


ნოემბერი 17 2020

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე თვითიზოლაციაშია. ამის შესახებ ინფორმააციას ცენტრის პრესსამსახური ავრცელებს. 


ნოემბერი 17 2020

ლეიბორისტული პარტიის“ წევრი, შალვა ნათელაშვილი მოქალაქეებს მოუწოდებს, არჩევნების მეორე ტურის დღეს სახლში დარჩნენ და არ მიიღონ მონაწილეობა კენჭისყრის პროცესში, რომელსაც ოპოზიციის წარმომადგენლები ბოიკოტს უცხადებენ.


ნოემბერი 17 2020

ოპოზიციის განცხადება, რომ არ მონაწილეობენ მეორე ტურში, არის როგორც ფაქტობრივი, ასევე სამართლებრივი ბლეფი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თეა წულუკიანმა „ქართული ოცნების“ ოფისში ბრიფინგზე განაცხადა.


ნოემბერი 17 2020

ქუთაისის საბავშვო ბაღებში პროდუქტების დარიგების პროცესი განახლდა.


ნოემბერი 17 2020

ჩვენ არ შეგვიძლია უბრალოდ ახლა, რომ ქვეყანაში „ლოქდაუნი" გამოცხადდეს, ჩვენი ეკონომიკა ამას ვერ გაუძლებს, მაგრამ წერტილოვანი შეზღუდვები უნდა გაფართოვდეს, ამაზე ყველა ვთანხმდებით და ეს მოგვცემს იმის საშუალებას, რომ მინიმალური დანაკარგებით გამოვიდეთ ამ ომიდან, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ პრემიერ-მინისტრსა და ჯანდაცვის სფეროს ექსპერტებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.


ნოემბერი 17 2020

ჰოსპიტალური სექტორის გადატვირთვა რეალური პრობლემაა, თუმცა ეს პრობლემაა არა სახელმწიფოს, არამედ სამედიცინო ნაწილში; ამიტომ, თითოეული ჩვენგანის, ყველა ექიმის ვალია, პაციენტებს ავუხსნათ, რასაც ახლაც ვაკეთებთ, რომ მათ უმეტესობას არ სჭირდება სტაციონარიზაცია და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ადამიანებმა სახლში მშვიდად იგრძნონ თავი, - ამის შესახებ იმუნოლოგ-ალერგოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.


ნოემბერი 17 2020

,,საქნახშირმა,,საწარმოო პროცესი შეაჩერა. განცხადება ფეისბუქის გვერდზე გავრცელდა. მიზეზი თანამშრომლებს შორის კორონავირუსის გავრცელება გახდა. კომპანიაში 1170 ადამიანია დასაქმებული. აქედან დიდი ნაწილის პისიარ ტესტის პასუხების მიხედვით COVID19 144 პირს დაუდასტურდა.


გვერდი 980 სულ 1334
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.