ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ერემეიშვილმა და მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა ლევან კინწურაშვილმა, ქუთაისის შესასვლელებში მოწყობილი საკონტროლო-გამშვები პუნქტები მოინახულეს.
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის, ზვიად შალამბერიძის განცხადებით, თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვანკითში მცხოვრებ ორ ადამიანს კოვიდ-19 გუშინ დაუდასტურდა და ისინი ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.
ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ერემეიშვილი, მერის მოადგილეები ნინო თვალთვაძე და იუზა უგულავა,საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე მამუკა რიჟამაძე ქალაქში მოქმედ „ცხელების ცენტრებში“ იმყოფებოდნენ და იქ მომუშავე ოჯახის ექიმების და სხვა მედპერსონალის საქმიანობას გაეცნენ.
ლენტეხის რაიონში დღეიდან მხოლოდ ადგილობრივ მოსახლეობას ექნება გადაადგილების საშუალება და ისიც მხოლოდ აუცილებელი საჭიროებისთვის.
"ვრჩები ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებლად, რომ არ შეფერხდეს ქუთაისში დაგეგმილი პროექტები",- აცხადებს დავით ერემეიშვილი, რომელიც დეღეიდან ოფიციალურად ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელია.
